განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №148აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
დ-ი ვ., №148აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი;
3. ვ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4. ვ. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ. დ-ს 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, გამოსაცდელი ვადა და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
6. ვ. დ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით;
7. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ. დ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ტანსაცმელები და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
· სისხლის, ნაცხის, ნერწყვის და სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები და ხელის კვლები განადგურდეს;
· დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
10. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე