შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124009260459
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №68აპ-26 27 აპრილი, 2026 წელი
უ. ე., №68აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის აპრილის ბოლოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
5. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის მაისის მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
6. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
7. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივნისის მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
8. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
9. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ივლისის მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
10. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
11. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის აგვისტოს მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
12. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
13. ე. უ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის სექტემბრის მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
14. ე. უ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე;
15. ე. უ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. უ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
17. ე. უ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 16 თებერვლიდან. ცნობად იქნას მიღებული, რომ ე. უ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
18. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ე. უ–ს 15 წლით ჩამოერთვას:
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
19. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დისკები და სისხლის სამართლის საქმის ასლები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონები, ბავშვის ზოლიანი პლედი, შარვალი და მაისური, მამაკაცის შორტი, ლეპტოპი დამტენთან ერთად, ე. უ–ს პირადი ნივთები, აიპადი და ვიდეო-კამერა – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მფლობელებს;
ანაწმენდები, ნაცხის, ნერწყვისა და ხმის ნიმუშები – განადგურდეს;
20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები, ასევე, ეცნობოს, რომ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
21. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
22. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
23. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე