ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №22აპ-25 26 ივნისი, 2025 წელი
მ-ე ჯ, №22აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენი:
3. ჯ. მ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. ჯ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5. ჯ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლით;
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჯ. მ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით – შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს პროპორციულად, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. მ-ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით;
9. მსჯავრდებულ ჯ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2023 წლის 15 სექტემბრიდან;
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჯ. მ-ის მიმართ 2 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
ა) ჯ. მ-ე (პირადი №-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ-ი, ) აეკრძალოს დაზარალებულთან – თ. ქ-სთან (პირადი №--, ფაქტობრივად მცხოვრები: თ-ში, (მ---), მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება თ. ქ–ი იმყოფებოდეს;
ბ) ჯ. მ-ს აეკრძალოს დაზარალებულთან – თ. ქ-სთან – ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
11. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი მოქმედების ვადა აითვლება პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულ ჯ. მ-ის გათავისუფლებისთანავე;
12. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
13. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
14. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თეთრეული და გადასაფარებელი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ნაცხის და ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;
· დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
15. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი.
16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე