დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-99აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2009
აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს რომც ჩაედინათ დანაშაული, ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სასჯელის მოხდისაგან, სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-6 ნაწილის შესაბამისად.
- საქმე №2კ-1365აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2009
კ-სათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის განსაზღვრის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია.
- საქმე №2კ-1906აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2007
…სასამართლოში დაზარალებულმა მიუთითა, რომ იგი და თ. ზ-ძე შერიგდნენ და დაქორწინდნენ. ამ გარემოებებს სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მათზე არ იმსჯელა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია.
- საქმე №2კ-1013აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2007
ჩ-ლი ზემოჩამოთვლილი მოტივებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
- საქმე №2კ-159კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2005
…გაფრთხილებისა, არ შეასრულა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და ს.კ-ძე და თ.ბ-ძე დაუყოვნებლივ არ აღადგინა სამუშაოზე. აღნიშნულით ბ.ფ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.
- საქმე №2კ-118დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2003
- საქმე №330100113002418429 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №140100117002251161 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330310018002377247 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №140100117002251161 · გორის რაიონული სასამართლო · 13.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება