თავი XIX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:
ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;
ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე;
გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
2. არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში.
. ამ კოდექსის 17713
მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან/და სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში პოლიცია ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №946
– ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3119
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3119
- 01.08.2014 კანონი №2649
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-861(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
აღნიშნული პროცედურები განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა შედგენისთვის დადგენილი წესის დაცვით.
- საქმე №ბს-516(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2025
…ამავე კანონის მე-13, მე-17 და მე-18 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენება, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.
- საქმე №ბს-242(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლსა და 244-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დაკავება წარმოადგენს სასამართლოში სამართალდარღვევის…
- საქმე №ბს-784(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2025
…ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ღონისძიების გამოყენების - მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შესახებ, რაც განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა და დაკავების ოქმის შედგენის პროცედურის დაცვით.
- საქმე №ბს-897(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური…
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-1104-1056(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2008
- საქმე №2კ-121კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2006
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №330310018002420553 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №330310017001680680 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310015001066943 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №140310017002076822 · გორის რაიონული სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №330310018002420553 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330310017002024502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება