თავი XIX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენისა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.
3. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის, მის შესახებ მონაცემები გადამოწმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებსა და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №993 – ვებგვერდი, 16.10.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.10.2025 კანონი №993
- 06.02.2025 კანონი №273
- 13.12.2024 კანონი №169
- 01.08.2014 კანონი №2649
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-242(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლსა და 244-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დაკავება წარმოადგენს სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვის დაწყებამდე და სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტამდე…
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
…საკითხი, ასევე შესაფასებელია უშუალოდ ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მნიშვნელობა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, დასადგენია ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა და ასევე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244.1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის ერთ-ერთი სამართლებრივ ღონისძიებას.
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს…
- საქმე №ბს-1245(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. საკასაციო სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირის ადმინისტრაცული წესით დაკავება თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში…
- საქმე №2კ-112აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2020
…არგუმენტები და იზიარებს პროკურორის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბ. ხ–ის ადმინისტრაციული დაკავება და პირადი გასინჯვა შეესაბამებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო: 12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში…
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-1104-1056(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2008
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №330310018002420553 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №330310017001680680 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310015001066943 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310017002062360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №330310018002420553 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330310017002024502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება