თავი XIX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
2. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/263 – სსმ IV, №3, 15.02.2005 წ., გვ.2
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/4/1412 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №482 – ვებგვერდი, 07.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.04.2021 კანონი №482
- 30.06.2017 კანონი №1194
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავება სულ გრძელდებოდა 1 (ერთი) საათი და 31 (ოცდათერთმეტი) წუთი.
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს.
- საქმე №ბს-1104-1056(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2008
…კომპეტენციიდან, რომლის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული უფლებამოსილი პირები იყენებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრულ უზუნველყოფის ზომებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უზრუნველყოფის ერთ-ერთ ზომად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას.
- საქმე №330310018002420553 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2019
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს.
- საქმე №330310015001066943 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
აპელირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს.
- საქმე №170100119002914208 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310018002420553 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330310017002024502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330310016001583667 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება