1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.
2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.
3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307
–
1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე.
თავი მეექვსე
სავალდებულო წი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება