ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით
სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლი · სკ 1366
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-588-2025
სადავო ანდერძი შედგენილია სსკ-ის 1366-ე მუხლით განსაზღვრული წესით, დაცულია ანდერძის შედგენის ფორმა. აღნიშნულს სადავოდ არც მოსარჩელე ხდიდა.
- საქმე №ას-313-2025
ანდერძი ასევე არ შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო წარწერას მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურების თაობაზე.
- საქმე №ას-1393-2024
ამასთან, ნოტარიუსის განმარტებით, მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძი ვერ აკმაყოფილებდა სსკ-ის 1364-ე და 1366-ე მუხლების მოთხოვნებს, არ იყო მოანდერძის ხელით შედგენილი, დამოწმებული ნოტარიუსის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ და ასევე არ იყო ორი მოწმის ხელმოწერა.
- საქმე №ას-1048-988-2015
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2005 წლის 3 ივნისის ანდერძის შეფასებისას არამართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლის მოთხოვნებზე, ვინაიდან, აღნიშნული ნორმა ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს ტექნიკური საშუალებებით (ფაქსი, კომპიუტერი და სხვ.) შედგენილი…
- საქმე №ას-1248-1177-2012
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1344-ე, 1345, 1364-ე მუხლებზე, 1365-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1366-ე მუხლზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების თანახმად, გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და მიხედულების შესაბამისად განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება.
- საქმე №ბს-227-221(კ-08)
- საქმე №ას-359-758-06
- საქმე №ას-632-919-04
- საქმე №ას-500-1148-03
- საქმე №ას-650-1300-03
- საქმე №ას-664-1313-03
- საქმე №ას-83-792-03
- საქმე №3კ/525-03
- საქმე №3კ/380-03
- საქმე №3გ-ად-331-კს-02
- საქმე №3კ/638-01
- საქმე №3კ/380-01
- საქმე №ას-1388-2018
- საქმე №330210016001455201
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 47. ანდერძი
- მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები
- მუხლი 35. ანდერძი
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
- მუხლი 129. ინტერნირებულთა ანდერძები უსაფრთხო შენახვის მიზნით უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს. ინტერნირებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ანდერძი დაუყოვნებლივ გადაეცემა მის მიერ წინასწარ მითითებულ პირს
- მუხლი 76. ანდერძის გამოქვეყნების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები
- მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ
- მუხლი 1361. ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი
- მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები
- მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება
- მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან
- მუხლი 1367. დახურული ანდერძი
- მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი
- მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის
- მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე
- მუხლი 1371. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1366, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1366/