1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.
2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-685-655-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2015
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანდერძი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1365-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული პირი _ თ.პ-ი, რომელიც ადასტურებს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენას, იურისტია.
- საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
ვ-ემ ყურადღება გაამახვილა სოფლის საკრებულოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ცენტერაძის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა სკ-ს 1366-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის განმარტებით, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობაში ეჭვს ბადებს 1994წ. 4 ნოემბერს ვ.
- საქმე №ას-331-1010-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2003
ამდენად, გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, გამოიყენა სკ-ს 1367-ე მუხლი, რაც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არასწორად განმარტა სკ-ს 1364-ე მუხლი. კასატორი, ასევე მიუთითებს სასამართლომ ისე ცნო ისინი მესაკუთრეებად, რომ არ იმსჯელა მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ თუ არა სამკვიდროს მიღების ვადა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება