1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.
2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
საქმე №ას-1393-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას.
საქმე №ას-1059-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას.
…ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა სრული იურიდიული ძალის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული არ არის. 19. სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ანდერძი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1365-ე და 1367-ე მუხლების მოთხოვნებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული პირი _ თ.პ-ი, რომელიც ადასტურებს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენას, იურისტია.
ფ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი დედანი ანდერძი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე, 1359-ე და 1365-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც ანდერძის ნამდვილობას დაადასტურებდა, ამასთანავე, ამ სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1365, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1365/