ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:
ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლის, სხვა სამკურნალო დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, სამედიცინო ნაწილში მათი მოადგილეები და მორიგე ექიმი, აგრეთვე ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე რომელიმე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;
ბ)
საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;
გ)
გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
დ)
სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2719 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.56
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3532 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №837
- 01.05.2015 კანონი №3532
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-928-890-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2015
ფ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეობაზე, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი დედანი ანდერძი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე, 1359-ე და 1365-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც ანდერძის ნამდვილობას დაადასტურებდა, ამასთანავე, ამ სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.
- საქმე №ას-1279-1219-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2015
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1358-ე და 1359-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ სადავო ანდერძი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად.
- საქმე №ას-359-758-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2007
რ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1359-ე, 1361-ე, 1364-ე და 1366-ე მუხლები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
- საქმე №ას-500-1148-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2004
26 მარტს საავადმყოფოში შედგენილი ანდერძის საფუძველზე მემკვიდრედ არ ცნო სკ-ის 1357-ე, 1359-ე და 1364-ე მუხლების საფუძველზე, რადგან ანდერძის ფორმა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. თ. რ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
- საქმე №3კ/380-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2003
ბ-ი თავის მოსაზრებას ასაბუთებს სკ-ს 54-ე, 1357-ე და 1359-ე მუხლებზე მითითებით. კასატორის განმარტებით, მას აქვს დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესი, რაც იმითაც დასტურდება, რომ ქ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება