1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.
2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე
–
მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1101-1021-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2018
…არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით. 24. სსკ-ის 1354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.
- საქმე №ას-1048-988-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2016
…სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხეების მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დადასტურებული არ არის. 29. სამოქალაქო კოდექსის 1354-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძის პირდაპირი მითითებით მემკვიდრეობა ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, რის გამოც ეს პირები სამკვიდროს ვერ მიიღებენ ვერც კანონით მემკვიდრეობის საფუძველზე და ვერც ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
- საქმე №3კ/615-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2003
სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1350-ე და 1354-ე მუხლის მეორე ნაწილი, ასევე 1440-ე მუხლი. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.რუსთავში,...
- საქმე №330210019002872642 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1310-ე, 1311-ე, 1312-ე, 1354-ე, 1371-ე, 1381-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. მოსარჩელე ა-–-----------------–---–მა მოითხოვა მოპასუხეებს გ--------------–---–ს და ი------–--–--------ეს, როგორც მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, ჩამოერთვათ ა-–-----------------–---–ის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება