1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი
–
არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1169-1115-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2014
…მდებარეს მის: ქ.გორი, ს-ის №21, ბ.25, ვუანდერძებ სამოთახიანის ორ ოთახს ჩემს შვილს – გ. რ-ს მცხოვრებს გორი, ს-ის გამზ. კორ. 21, ბ. 25 და ერთ ოთახს ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს – ნ. რ-ს მცხოვრებს გორი, ს-ის გამზ. კორ. 21 ბ. 25.“ სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ, თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მოანდერძეს შეუძლია, განსაზღვროს თითოეული მემკვიდრის წილი სამკვიდროდან, მაგ.
- საქმე №ას-42-377-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2009
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1348-ე და 1356-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ეს თავის სიცოცხლეში 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდრო ქონება მეუღლესა და ორ ვაჟს _ დ.
- საქმე №3კ/395-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2002
…ვინაიდან საკუთრების მოწმობით დადასტურებულია მისი საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ქონებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებობს ნ. კ-ას მიერ აღნიშნულ ფართობზე მემკვიდრეობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. სკ-ს 1348-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ ანდერძში მითითებული არ არის ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
- საქმე №110210019002628488 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.02.2020
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1344-ე, 1348-ე, 1371-ე, 1372-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის…
- საქმე №110210018002628488 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 17.02.2019
…წესით და მთელი თავისი ქონება მდებარე ზ----------ის რაიონის, სოფელ ქ----ა ს-----აში უანდერძა შვილიშვილს მოსარჩელე მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ანდერძით მემკვიდრეობა. 6.6. სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება