თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე
სამოქალაქო კოდექსის 1350-ე მუხლი · სკ 1350
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1169-1115-2013
პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1350-ე, 1371-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. 1336-ე მუხლის გამოუყენებლობით სააპელაციო სასამართლომ გარდაცვლილ ქ.ა-ის შვილიშვილი ფაქტობრივად გაათანაბრა პირველი რიგის მემკვიდრესთან – გ.რ-ან.
- საქმე №3კ/615-03
სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1350-ე და 1354-ე მუხლის მეორე ნაწილი, ასევე 1440-ე მუხლი. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.რუსთავში,...
- საქმე №3კ/525-03
ნოტარიუსის განმარტებით, მან ხმამაღლა წაუკითხა ანდერძი მოანდერძეს, მაშინ, როცა სკ-ს 1350-ე მუხლის თანახმად ანდერძი თავად მოანდერძემ უნდა წაიკითხოს. ნოტარიუსმა ანდერძი შეადგინა მოწმეების დასწრების გარეშე.
- საქმე №820210117002005064
…მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულის თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი მზ------- ჯი------ძისათვის, როცა 2016 წლის 15 აგვისტოს დედას თი------------ძეს საჯარო რეესტრში დაუთმო თავის თანასაკუთრებაში რიცხული ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1350 მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან არ მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელია სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისთვის არსებობს სათანადო საფუძველი.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 129. ინტერნირებულთა ანდერძები უსაფრთხო შენახვის მიზნით უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს. ინტერნირებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ანდერძი დაუყოვნებლივ გადაეცემა მის მიერ წინასწარ მითითებულ პირს
- მუხლი 47. ანდერძი
- მუხლი 35. ანდერძი
- მუხლი 56. ანდერძის ფორმა
- მუხლი 113. სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უზრუნველყოფენ ყველა გონივრულ შესაძლებლობას ინტერნირებულთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ გაგზავნილი ანდერძების, მინდობილობების, უფლებამოსილების დ
- მუხლი 75. ანდერძის შენახვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1344. ცნება
- მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე
- მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად
- მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი
- მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
- მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის
- მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის
- მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის განსაზღვრისას
- მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა
- მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
- მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1350, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1350/