თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.
თავი მეოთხე
ანდერძის ფორ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1356-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მ.წ–ძეს გარდაცვლილი ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, მ.თ–ძე და მას ჰყავს ორი შვილი - თ.თ–ძე და რ.თ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე თ.თ–ძის სასარგებლოდ.
- საქმე №ას-928-890-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2015
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1344-ე, 1345-ე, 1356-ე მუხლებით და განმარტა, რომ ე. ფ-ის ანდერძი ძალაშია და იგი გაბათილებული არ არის. ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით ლ.
- საქმე №ას-42-377-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2009
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1348-ე და 1356-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ეს თავის სიცოცხლეში 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდრო ქონება მეუღლესა და ორ ვაჟს _ დ.
- საქმე №ას-359-758-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2007
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1356-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 50-ე და 1347-ე მუხლები. კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე.
- საქმე №3კ/1434-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2003
სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ გაიზიარა სკ-ს 1372-ე და 1356-ე მუხლებზე მითითებით. გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა 1371-ე, 1372-ე, 1374-ე და 1336-ე მუხლებს, რომელთა საფუძველზე ბ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება