1. თუ მოანდერძე ყრუა ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუა, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია მას განუმარტოს საქმის არსი და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი მოანდერძის ნებას შეესაბამება.
2. თუ მოანდერძე უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 3 მოწმის თანდასწრებით და ამის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, ხოლო შესაბამისი ტექსტი მოანდერძეს უნდა წაეკითხოს.
3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.
4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №837
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-359-758-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2007
რ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1359-ე, 1361-ე, 1364-ე და 1366-ე მუხლები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
- საქმე №ას-1288-1411-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2005
ამასთან, არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოანდერძე ცალი თვალით სრული ბრმა იყო, ხოლო მეორე თვალით არჩევდა მხოლოდ დღის შუქს,მას არ შეეძლო ტექსტის წაკითხვა, იგი პრაქტიკულად ბრმა იყო და სრული უფლება ჰქონდა ნოტარიუსისათვის ეთქვა, რომ იგი იყო ბრმა, და ნოტარიუსმაც სკ-ის 1361-ე მუხლების დაცვით მოახდინა მოცემული ანდერძის შედგენა. მისი მოსაზრებით, ექსპერტის მითითება იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ადამიანს ავტომატიზაციამდე აქვს…
- საქმე №ას-500-1148-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2004
ო-ის ნება რისკენ იყო მიმართული, პალატამ არასწორად ჩათვალა მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი ბათილად, ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 1359-ე, 1361-ე, 1364-ე და 1366-ე მუხლები. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ.
- საქმე №ას-564-1228-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2003
ანდერძის საფუძვლად მითითებულია სკ-ს 1361-ე და 1372-ე მუხლები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ გ.ჩ-ის მდგომარეობასთან; სადავო ანდერძის მე-4 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსმა ნ.გ-მა შეამოწმა გ.ჩ-ის…
- საქმე №3კ/1478-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2003
სკ-ს 1358-ე, 1361-ე და 1362-ე მუხლები პირდაპირ მიუთითებენ ანდერძის მოწმეებზე. ანდერძის მოანდერძის მიერ პირადად შედგენა არ გამორიცხავს იმ მოწმეთა არსებობას, რომელთაც შეუძლიათ ნების გამოვლენის არსებობის დადასტურება.
- საქმე №3კ/380-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2001
- საქმე №330210114656136 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330210016001397525 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება