1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 10
დეკემბრის კანონი
№4610
- ვებგვერდი, 22.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5158
- ვებგვერდი, 17.06.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 03.06.2016 კანონი №5158
- 10.12.2015 კანონი №4610
- 20.12.2011 კანონი №5573
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები 1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაშესრულება, , აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია.ფასიანია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევეაგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვისპალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნოტარიატის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 46, 22/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება