1. ამ კანონის 22-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ნოტარიუსი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის.
2. ნოტარიუსის პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
. ამ კანონის 191 მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის მიერ მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ამ კანონის 22-ე მუხლში.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.03.2012 კანონი №5851
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული დაზღვევა 1. ამ კანონის 22-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ნოტარიუსი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის. 2. ნოტარიუსის პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 21 . ამ კანონის 191 მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის მიერ მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ამ კანონის 22-ე მუხლში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნოტარიატის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 46, 22/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება