1. ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება:
ა) თუ მან დაარღვია ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ნოტარიუსმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა;
ბ) თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას;
გ) მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის
კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.05.2012 კანონი №6255
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერება 1. ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება: ა) თუ მან დაარღვია ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ნოტარიუსმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა; ბ) თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას; გ) მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე იუსტიციისსაქართველოს სამინისტროს.ნოტარიუსთა პალატას. 3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი იუსტიციისსაქართველოს სამინისტროსნოტარიუსთა პალატას შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, იუსტიციისსაქართველოს სამინისტრონოტარიუსთა პალატა აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნოტარიატის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 46, 22/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება