1. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებას და ტექნიკურ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
2. სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებისა და ტექნიკური მეთვალყურეობის უშუალოდ განმახორციე-ლებელ პირებსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობა სანოტარო საიდუმლოების გახმაურებისათვის.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა:
ა) გასცემს ნოტარიუსზე (ნოტარიუსის შემცვლელ პირზე) სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას;
ბ) შეაჩერებს ან წყვეტს სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) უზრუნველყოფს სანოტარო რეესტრის მონაცემების უსაფრთხოებას და დაცვას;
დ) უზრუნველყოფს ნოტარიუსების (შემცვლელი პირების) და მათი დაქირავებული თანამშრომლების სწავლებას სანოტარო რეესტრთან მუშაობის საკითხებზე;
ე) ამტკიცებს სანოტარო რეესტრის წარმოების ტექნიკურ ინსტრუქციას
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება
თავი III — სანოტარო რეესტრი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
- მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია
- მუხლი 17. სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერება
- მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 5. სანოტარო მოქმედება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები
- მუხლი 31. კერძო აქტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისა და სხვა მოქმედებათა დამადასტურებელი წარწერის შედგენის წესი
- მუხლი 32. საჯარო და კერძო აქტში შესწორების შეტანის წესი
- მუხლი 33. სანოტარო რეესტრი
- მუხლი 34. სანოტარო რეესტრის წარმოების წესი
- მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში
- მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი
- მუხლი 38. რეესტრის ტიპები
- მუხლი 39. სანოტარო რეესტრის შემადგენლობა
- მუხლი 40. აქტებისა და სხვა დოკუმენტების შენახვა
- მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023. გამოქვეყნება: სსმ, 33, 31/03/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 36, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-36/