ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ა1
) რომელიც
ვერ
გაივლის
კონკურსს;
ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
ბ1
) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა;
გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
დ) რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
(ძალადაკარგულია „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების ნოტარიუსად დანიშვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5//556 – ვებგვერდი, 25.11.2014წ.
ე) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ვ) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ზ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება;
თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად;
ი) რომელიც უარს ამბობს სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელებაზე.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4951 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/556 – ვებგვერდი, 25.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 10
დეკემბრის კანონი
№4610
- ვებგვერდი, 22.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.12.2015 კანონი №4610
- 20.12.2011 კანონი №5573
- 24.06.2011 კანონი №4951
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლები ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ა1 ) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს; ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; ბ1 ) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; დ) რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო; ((ძალადაკარგულია ძალადაკარგულია „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების ნოტარიუსად დანიშვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5//556 – ვებგვერდი, 25.11.2014წ. ე) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ვ) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ზ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება; თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად.შესაბამისად; ი) რომელიც უარს ამბობს სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელებაზე. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/5/556 – ვებგვერდი, 25.11.2014წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნოტარიატის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 46, 22/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება