მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.
თავი მეხუთე
მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1163-1308-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2009
ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ დანიშნოს დღე და გააცნოს ანდერძის შინაარსი დაინტერესებულ პირებს.
- საქმე №3გ-ად-331-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2003
თ-ეს, დაუმტკიცა პაპის მიერ დატოვებული სამემკვიდრეო ქონება, რითაც დაირღვა სსკ-ს 1346-ე 1366-ე, 1369-ე, 1499-ე და 1500-ე მუხლები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მან დაიწყო არქივში არსებული საბუთების შესწავლა, საიდანაც დადგინდა, რომ მისი ძმა ტ.
- საქმე №3კ/1241-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2002
…კოდექსის 1409-ე მუხლი, მიიჩნია რა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზეც უნდა შედგეს სათანადო ოქმი.
- საქმე №010210019002328939 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი ნორმები სკ 8, 115, 172, 1306, 1313, 1328, 1344, 1345, 1346, 1365, 1369, 1426, 1450 მუხლები. 3.11. სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ 4, 102, 105, 249 მუხლები. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაა
- საქმე №330210118002369791 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
…ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა ანდერძის არსებობის შესახებ. კანონის არცოდნა ან მისი არსათანადოდ გაგება არ ათავისუფლებს მხარეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1369-ე მუხლის თანახმად, ანდერძისმიერ მემკვიდრეს დაინტერესებისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის, რაც არ გამოიხატა მოქმედებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება