მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლი · სსსკ 237
თავი XXVI — დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(68)
საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
ვ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“,,,ე“,,,ვ“ და,,ი“ ქვეპუნქტებით (2006…
საქმე №ას-1047-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 236-ე, 237-ე, 239-ე მუხლები). კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმე №ას-1393-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
…შესახებ განჩინებაზე, დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს: 5.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.მ–სა და ლ.ბ–ძეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად საჩივარი არ წარუდგენიათ, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
საქმე №ას-1121-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
2-ე, 372-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე და 237-ე მუხლები). 16.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და თავის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებაში მიუთითა, რომ არ იყო გასაზიარებელი მოპასუხის საჩივრის არც ერთი არგუმენტი.
საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 237-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2020 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ.
…და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. ამ კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 237, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-237/