1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად.
2. საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება.
3. თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №ას-1047-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
შესაბამისად, სსსკ-ის 239-ე მუხლი ითვალისწინებს საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. მ.ფ–ნის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი, მართებულად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.
- საქმე №ას-517-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2021
პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად.
- საქმე №ას-620-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2021
…სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა. 7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 372-ე მუხლზე, 373.1 და 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იმავე კოდექსის 236-ე მუხლსა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორი არ წარმოადგენდა პირს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი არც 2321 მუხლით გათვალისწინებული პირი იყო.
- საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 237-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2020 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ.
- საქმე №ას-1328-1248-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2017
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 236-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი…
- საქმე №ას-1137-1093-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
- საქმე №ას-800-749-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-528-504-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2016
- საქმე №ას-1183-1113-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2016
- საქმე №ას-1142-1074-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2015
- საქმე №ას-855-805-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2015
- საქმე №ას-1536-1439-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2013
- საქმე №ას-1536-1439-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2013
- საქმე №ას-1245-1265-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2012
- საქმე №ას-1130-1157-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2011
- საქმე №ას-81-71-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2011
- საქმე №ას-12-350-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2009
- საქმე №ბს-76-71(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2007
- საქმე №3კ/530-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2002
- საქმე №3კ/1283-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2002
- საქმე №3გ/ად-154-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2001
- საქმე №3კ/807-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2001
- საქმე №3გ/ად-7-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2001
- საქმე №3კ/168-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2001
- საქმე №3გ/ად-141-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2001
- საქმე №3გ/ად-10კ-ს · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2000
- საქმე №3კ-243-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2000
- საქმე №330210017002142441 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №130310017001993602 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330210016001441378 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება