1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
1. საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
2. (ამოღებულია).
3. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.
4. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.
5. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. სამოქალაქო საქმეზე საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადაა 6 თვე, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე – 2 თვე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1232– სსმ I, №18, 27.04.2005 წ., მუხ.109
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2015 წლის
11 დეკემბრის
კანონი №4626
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 8
თებერვლის
კანონი
№
- ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16050)
- საქმე №ას-1034-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2026
…ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 6. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
- საქმე №ას-1183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, სს „რ–ძის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, შპს „ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი იქნა მიღებულ წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
- საქმე №ას-734-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
…ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 7. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
- საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხისა და უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი 11.
- საქმე №ას-713-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი 9.
- საქმე №ას-414-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
- საქმე №ას-376-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
- საქმე №ას-712-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
- საქმე №ას-1599-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
- საქმე №ას-1553-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2026
- საქმე №ას-601-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №ას-113-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2026
- საქმე №ას-602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №ას-820-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №ას-868-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №ას-24-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
- საქმე №ას-751-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №ას-574-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №ას-679-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №ას-655-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-346-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-620-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-702-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-568-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
- საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ას-377-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ას-579-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-431-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-1187-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ას-139-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ას-502-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ას-567-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-1499-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-645-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-514-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-200-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-373-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-177-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №ას-619-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 16050-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება