მუხლი 400. საკასაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისთვის, პასუხი საკასაციო საჩივარზე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლი · სსსკ 400
თავი XLIX — საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
საქმე №ა-562-ბ-1-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საქმე №ას-1017-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2022
…ნ.შ–ას ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. 30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საქმე №ას-1058-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2021
2020 წლის 09 ნოემბერს კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნა საკასციო საჩივარი სსსკ-ის მე-400 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე წერილობითი პასუხის წარმოსადგენად.
საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2020
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 23 917,4 ლარისა და 26 016,42 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, საჩივარი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვროს ვადა 5 (ხუთი) დღით, ამასთანავე, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დასაშვებობის საკითხს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა განიხილავს მხარეთა დასწრების გარეშე.
საქმე №ას-88-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2020
…გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, შესაბამისად აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და წარმოებაში იღებს საკასაციო საჩივარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საქმე №ას-889-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 400, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-400/