1. თუ არსებობს საკასაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.
2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
3. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
ამასთან, მოპასუხე საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღსრულების შეჩერებას. მითითებული ნორმის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
- საქმე №ბს-437(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…შესვლასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-373-347-2017 საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად " სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 402-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ნაწილში, რომლის კანონიერებაზეც მხარე პრეტენზიას არ აცხადებს, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება შედის კანონიერ ძალაში.
- საქმე №ას-791-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას პალატა მიუთითებს, რომ კასატორს მხოლოდ ფორმალურად აქვს შუამდგომლობა დაყენებული და შესაბამისი პოზიცია და არგუმენტები მითითებული არ აქვს, რაც გამორიცხავს მისი შუამდგომლობის გაზიარების შესაძლებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობა, რაც უკავშირდება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ განუხორციელებია.
- საქმე №ას-666-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
ეს ფაქტობრივი გარემოება საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, ხოლო მის წინააღმდეგ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წამოუყენებიათ ( სსსკ-ის 402.2 მუხლი). რაკი საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა, შესაბამისად, მასთან მიმართებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება ამხანაგობას…
- საქმე №ას-309-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2021
აქვე უნდა ითქვას შემაჯამებელი გადაწყვეტლების გასაჩივრების საპროცესო შედეგებზე: იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილი წესით _ საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი შედის კანონიერ ძალაში, საპირპირო შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩვრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება…
- საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ას-373-347-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
- საქმე №ბს-1468-1450(3კ-კს-უს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2011
- საქმე №ბს-88-83(კ-კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
- საქმე №ას-949-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-757-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №110210118002227112 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება