1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის შუამდგომლობით სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღსრულების გაუქმების წესის შესახებ.
3. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
41. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში აღნიშნული აქტის ბათილად ცნობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა დაუშვებელია, თუ ამ მდგომარეობის აღდგენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეიძლება დააკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
5. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ანდა გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას ან თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის, მათ შორის, კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად გამოცხადებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და კომერციული ბანკის, მიკრობანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, სასამართლო უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადების ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადოს.
6. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც იყო გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5656 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6881 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2623 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2623
- 15.07.2020 კანონი №6881
- 20.12.2019 კანონი №5656
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7688)
- საქმე №ბს-1338(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2026
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული…
- საქმე №ბს-350(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2026
შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
- საქმე №ბს-468(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2026
…წლის 21 ნოემბრის №67-01183251868 და 2024 წლის 20 მარტის №16-0124080274 წერილებით, შესაბამისად, რადგან საკითხი დამატებით, დეტალურ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი…
- საქმე №ბს-88(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 ივლისის №000254 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად უნდა…
- საქმე №ბს-987(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა განსახილველი საქმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობები. 4.
- საქმე №ბს-1068(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ბს-570(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2026
- საქმე №ბს-250(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
- საქმე №ბს-525(უს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2026
- საქმე №ბს-446(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
- საქმე №ბს-42(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
- საქმე №ბს-392(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-247(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-53(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-535(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-980(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2026
- საქმე №ბს-66(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-443(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-1043(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
- საქმე №ბს-476(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ბს-1385(2კ-უს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ბს-784(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
- საქმე №ბს-685(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-116(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-162(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-188(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №ბს-109(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
- საქმე №ბს-751(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ბს-90(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ბს-603(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
- საქმე №ბს-121(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-17(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ბს-89(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ბს-1199(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ბს-1190(კ-კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2026
- საქმე №ბს-1397(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ბს-1049(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
- საქმე №ბს-384(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 7688-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება