1. სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს
გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
2. დაჩქარებული წესით საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია:
ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა;
ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის;
გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;
დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 23.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-599-596(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.01.2018
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლი, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი და 24-ე მუხლი, ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი.
- საქმე №ბს-927-919(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2017
ამასთან, კასატორმა იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, ასევე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე…
- საქმე №ბს-504-499(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2016
კასატორებმა საკასაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, სასამართლოს მიერ მიღებული/მისაღები ყველა შუალედური სასამართლო აქტის დამოწმებული ასლების მხარისათვის გადაგზავნის თაობაზე, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, ქ.
- საქმე №ბს-560-553(2კ-კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2015
…ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებას, რომელითაც საქმის დაჩქარებული წესით განხილვა არ დადგინდა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების თაობაზე ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლეს) შეუძლია მხარის მოთხოვნით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
- საქმე №ბ-1022-9(ა-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2012
გ-ის 2012 წლის 30 მაისისა და 5 ივნისის განცხადებები, რომლებშიც იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაზედაც განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში მიუთითებდა და დამატებით აღნიშნავდა, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები სადავო საკითხის მოგვარებაში ხელისშეწყობის მიზნით, რისი მტკიცებულებებიც არის საქმის მასალებში.
- საქმე №ბს-342-324(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2007
- საქმე №ბს-419-397(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2007
- საქმე №ბს-333-317(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2006
- საქმე №ბს-1327-61-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2004
- საქმე №ბს-69-3-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2004
- საქმე №3გ/ად-53-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2001
- საქმე №010310016001512153 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №180310015001043616 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.05.2018
- საქმე №330310018002502970 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №010310016001512153 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება