1. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
2. დროებით განჩინებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ასეთ სასამართლოს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო როდესაც დავა იხილება სააპელაციო ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლო.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 23.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(156)
- საქმე №ბს-1005(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების…
- საქმე №ბს-498(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
ბარათში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" მე-7, მე-15, მე-19 და 31-ე მუხლების საფუძველზე, მოთხოვნილია თანხმობის გაცემა დაინტერესებული პირის შეტყობინების საფუძველზე არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების, ამ მიზნით თანამშრომელთა ჯგუფის შექმნისა და ადგილზე შემოწმების ჩატარების თაობაზე.
- საქმე №ბს-171(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებდა ვადებს, რათა შემუშავებულიყო იმგვარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურების მიღებას, ისე რომ ამ სერვისის მიწოდებით დაცული ყოფილიყო ბენეფიციართა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც სცილდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ნამდვილ შინაარს, რომელიც ადგენს მოსარჩელის უფლების სწრაფი, ეფექტური და მყისიერი დაცვის მექანიზმს.
- საქმე №ბს-888(კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
…სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე მუხლების და 328-ე მუხლის მოთხოვნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2021 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა მ.მ-ემ და მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დროებითი განჩინების მიღება.
- საქმე №ბს-1305(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
- საქმე №ბს-137(2კ-კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №ბს-483(უს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-1055(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-1194(კ-კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2023
- საქმე №ბს-551(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2023
- საქმე №ბს-179(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №ბს-658(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ბს-291(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ბს-543(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №ბს-1163(2კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
- საქმე №ბს-580(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2022
- საქმე №ბს-542(3კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ბს-899(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-889(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-1187(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-130(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-546(კს-ს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-409(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №ბს-1265(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2021
- საქმე №ბს-1190(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-1021(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-787(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-67(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
- საქმე №ბს-107(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-688(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-734(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-685(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2019
- საქმე №ბს-227(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-1562(უს-კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №ბს-1562(უს-კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2019
- საქმე №ბს-376-376(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
- საქმე №ბს-234-234(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2018
- საქმე №ბს-412-412(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.06.2018
- საქმე №ბს-149-149(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 156-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება