თავი IX — 1. გარდამავალი დებულებანი
2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.
3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.
5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:
ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;
გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;
ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;
ზ) კერძო საჩივარზე;
თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
7. ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს იმავე თავის ამოქმედების შემდეგ წარედგინა.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133 - სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389 - სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449
საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები. 3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება. 5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე: ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე; ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე; გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე; დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე; ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე; ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე; ზ) კერძო საჩივარზე; თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 7. ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს იმავე თავის ამოქმედების შემდეგ წარედგინა. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133 - სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389 - სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449 საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-938(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
…მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, გარდა განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა და განსაკუთრებული რეგულირების ზონისა.
- საქმე №ბს-765-761(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2018
ე-ემ 2016 წლის 8 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა და „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 35-ე მუხლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის შესწავლა მოითხოვა.
- საქმე №ბს-41-36(გ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2013
…წილი მაშინ აჩუქა, როდესაც მის წინააღმდეგ საგადასახადო მოთხოვნა უკვე გამოცემული იყო. გარდა აღნიშნულისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პრივატიზების შეჩერებას; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა.
- საქმე №ბს-1515-1446(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2010
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საოლქო სასამართლოებსა და ავტონომიური…
- საქმე №ბს-1150-1097(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2009
«საერთო სასამართლოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საოლქო სასამართლოებსა და ავტონომიური…
- საქმე №ბს-675-641(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2009
- საქმე №ბს-294-284(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2009
- საქმე №ბს-961-925(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2009
- საქმე №ბს-1054-1007(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2008
- საქმე №ბს-1108-1060(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №ბს-944-905(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2008
- საქმე №ბს-959-920(კ-2კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2008
- საქმე №ბს-735-701(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2008
- საქმე №ბს-128-119(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2007
- საქმე №ბს-174-163(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2007
- საქმე №ბს-1098-1047(გ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2007
- საქმე №ბს-922-881(გ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2006
- საქმე №ბს-463-440(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2006
- საქმე №ბს-303-288(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2006
- საქმე №330310016001244990 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.02.2018
- საქმე №330310018002452530 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება