დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-670-1046-06 25 დეკემბერი, 2006 წ
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა\რ ... სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - გ.ზ-ძის, გ.ც-ძის, ნ.ც-ძის, გ. ქ-ძის, მ.მ-ძის, მ.ო-ძის, ნ.ფ-ძის, ლ.მ-ძის, დ.ზ-ძის, ც.ც-ძის, რ.დ-ძის, ც.ლ-ძის, ნ.ც-ძის, ე.ფ-ძის, ე.ც-ძის, ი.მ-ძის, გ.მ-ძის, თ.ბ-ძის, ლ.მ-ძის, ლ.მ-ძის, ნ.კ-ძის, ლ.ქ-ძის, დ.შ-ძის, ე.მ-ძის, მ.მ-ძის, ა.ბ-ძის, გ.ბ-ძის, ტ.დ-ძის, შ.ვ-ძის, ც.ს-ძე-ც-ძის, ო.გ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა და მათთან მცხოვრები პირების ქ.ბათუმში, ... და ... ქ.¹2-21-ში მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოსახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აჭარის ა\რ ...სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, … და ... ¹2-21-ში მდებარე 6123,93 კვ.მ შენობა-ნაგებობებიდან.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინებით ნ.ა-ძის, მ.ო-ძის, გ.ზ-ძის, ბ.ც-ძის, ლ.ს-ძისა და ნ.ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ.ა-ძემ, მ.ო-ძემ, გ.ზ-ძემ, ბ.ც-ძემ, ლ.ს-ძემ და ნ.ც-ძემ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 აგვისტოს განჩინებით ნ.ა-ძის, მ.ო-ძის, გ.ზ-ძის, ბ.ც-ძის, ლ.ს-ძისა და ნ.ც-ძის კერძო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ.ა-ძის, მ.ო-ძის, გ.ზ-ძის, ბ.ც-ძის, ლ.ს-ძისა და ნ.ც-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 27 ოქტომბრის განჩინებით ნ.ა-ძეს, მ.ო-ძეს, გ.ზ-ძეს, ბ.ც-ძეს, ლ.ს-ძესა და ნ.ც-ძეს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ რ. ფ-ძეს გაეგზავნა 22 ნოემბერს, რომელიც მას პირადად ჩაბარდა 2006წ. 29 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს განჩინების ასლი გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ.ბათუმში, ... და ... 2/21-ში, თუმცა კერძო საჩივრის ავტორებს განჩინების ასლი არ ჩაბარებია. საკასაციო სასამართლოში მიღებული შეტყობინებით ცნობილია, რომ მითითებულ მისამართზე მშენებლობაა.
სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის უნდა ეცნობებინათ მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ.ა-ძის, მ.ო-ძის, გ.ზ-ძის, ბ.ც-ძის, ლ.ს-ძისა და ნ.ც-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 70-ე, 76-ე, 372-ე, 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ძის, ლ. ს-ძის, ბ. ც-ძის, გ. ზ-ძის, ნ. ცინმარიძისა და მ. ო-ძის კერძო საჩივარი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.