დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.05.2006
საქმის ნომერი
ა-116-ბ-22-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
08.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-116-ბ-22-06 8 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად, განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2005წ. 31 მარტს ს/ს «ზ-ის» წარმომადგენელმა მ.ჭ-უამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება ან განაწილვადება ანუ სახელმწიფო ბაჟის ნაწილ-ნაწილ გადახდა 30-30% ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ კასატორს დღეის მდგომარეობით არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, მის ანგარიშზე ნაშთი არ ირიცხება და მოკლებულია გადახდისუნარიანობას. ამის დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინას/ს «...ბანკის» მიერ გაცემული ცნობა ს/ს «ზ-ის» ანგარიშზე ნაშთის არარსებობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით ს/ს «ზ-ას» სახელმწიფო ბაჟის გადახდა გაუნაწილვადდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში 500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2005წ. 25 აპრილს სს «ზ-ის» წარმომადგენელმა მ.ჭ-უამ წარმოადგინა 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინებით ს/ს «ზ-ას» დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების შედეგად გადასახდელი თანხის დარჩენილი ნაწილის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი ს/ს «ზ-ას» ჩაბარდა 2005წ. 2 ივნისს. ამდენად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა ამოიწურა 2005წ. 7 ივნისს. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლის მიუხედავად, კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ივნისის განჩინებითს/ს «ზ-ის” საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ს/ს «ზ-ის” წარმომადგენელმა მ.ჭ-უამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განცხადების ავტორის განმარტებით, მათ მიერ ხარვეზი შევსებული იქნა 2005წ. 6 ივნისს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გამომგზავნილი იქნა ზუგდიდის ფოსტის მეშვეობით, რაც ვერ მოხვდა ადრესატამდე. მისივე განმარტებით, ბაჟის ქვითრისსაკასაციო სასამართლოსათვის მიუღებლობის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა ნოემბრის თვეში, ოთხი თვის დაგვიანებით, როდესაც უკვე საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებგანჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ს/ს «ზ-ის” წარმომადგენლის მ.ჭ-უას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

მოცემული შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი იქნა ერთ თვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულ ფაქტს თავად ს/ს «ზ-ის” წარმომადგენელი მ.ჭ-უაც ადასტურებს, რადგან იგი მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ მათთვის საკასაციო სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის ს/ს «ზ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების შესახებ ცნობილ იქნა მისი გამოტანიდან ოთხი თვის შემდეგ, ნოემბრის თვეში, ხოლო განცხადება შემოტანილია 2006წ. 20 იანვარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე, 426-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს/ს «ზ-ის” წარმომადგენლის მ.ჭ-უას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.

განმცხადებელს დაუბრუნდეს 300 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.