დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.09.2006
საქმის ნომერი
ა-1553-ა-53-06
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
25.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1553-ა-53-06 25 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. გ-შვილის ადვოკატის – ვ. ნ-იას განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინებით ბ.გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

2006წ. 15 სექტემბერს ბ. გ-შვილის ადვოკატმა – ვ. ნ-იამ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას სსკ-ის 423-427-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართბლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება სქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვიტელების უცვლელად დატოვების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ ბ. გ-შვილის ადვოკატის – ვ. ნ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოილებს ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განსჯადობის წესების დაცვით განცხადების შეტანის მოთხოვნას, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვები საფუძველს წარმოადგენს.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, 429-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. გ-შვილის ადვოკატის – ვ.ნ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.