უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-1823-გან-6-06 29 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
შემადგენლობით: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. ჯ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის ¹ა-591-შ-39-06 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის განმარტების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «კ-ის» წარმომადგენლების ა. ბ-ძისა და ი. ყ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს «ტ-ის» მიმართ, საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.
გერმანიის ჰაიდელბერგის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით:
I. მოპასუხე შპს «ტ-ის” მოეთხოვა მოსარჩელე შპს «კ-ს» წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საბუთები:
1. შპს «ტ-ის” (... ქუჩა ¹142ა (ყოფილი იურიდიული მისამართია ... ქუჩა ¹4), GE-0179, თბილისი, საქართველო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებულია 2005წ. 23 მარტს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის ნომერი ¹5ა/4-4584. სამეწარმეო რეესტრის 2006წ. 27 იანვრის ამონაწერის თანახმად შეცვლილია ფირმის იურიდიული მისამართი; წარმოდგენილი ერთადერთი კომერციული დირექტორის _ ლ. სუპატაშვილის სახით, მისამართი: თბილისი, ... ქუჩა ¹21, ბინა ¹13) მიერ ე.წ. «Nონ-ღესიდენტ-თახ”-ის, ანუ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით შესრულებული საგადასახადო დავალების ან პირადად შეტანილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი ან ნოტარიალურად დამოწმებული ქსეროასლი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული საწარმოს მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე 125264,23 ევროს / 284797,00 ... ლარის გადარიცხვის ფაქტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის 197-ე მუხლის თანახმად); გადარიცხვა უნდა განხორციელებულიყო სახაზინო კოდზე 1009, თანახმად ფინანსთა მინისტრის 2005წ. 15 მარტის ¹136 ბრძანებისა; და/ან ფინანსთა სამინისტროში ე.წ. «Nონ-ღესიდენტ-თახ”-ის, ანუ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლზე დარიცხული გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შედგენილი საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის 197-ე მუხლის თანახმად, რის საფუძველზეც შპს «ტ-იმ” 2006წ. 20 იანვარს ანგარისსწორების აქტით განახორციელა შპს «კ-ის» (წარმოდგენილი კომერციული დირექტორის ა. დიბოს სახით, მისამართი: ამ კიონინგსფელდ 11, 66663 მერციგი, ბანჰოფშტრასე 1, 66663 მერციგი) მოთხოვნის გაქვითვა 2005წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
2. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების (სახაზინო კოდი 1009, ფინანსთა მინისტრის 2005წ. 15 მარტის ¹136 ბრძანების თანახმად) ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი საგადასახადოში წარსადგენად;
შპს «ტ-ის” ” (... ქუჩა ¹142ა (ყოფილი იურიდიული მისამართია ... ქუჩა ¹4), GE-0179, თბილისი, საქართველო) მიერ შესრულებული «Nონ-ღესიდენტ-თახ”-ის, ანუ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის ოდენობა, როგორც პროცენტული, ისე‚ ნომინალური გამოთვლები საქართველოს საგადასახადო კანონის 28-ე თავის 197-ე მუხლის შესაბამისად;
3. შპს «კ-ის» (წარმოდგენილი კომერციული დირექტორის ა. დ-იბოს სახით, მისამართი: ... ) სახელით საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ანგარიშების ორიგინალები ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლები, რომლებსაც ეხება გადაწყვეტილების მე-2 მუხლი და რომლებიც მხარეებს შორის 2005წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში/თბილისში საგზაო მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, გამოწერილ იქნა მოსარჩელის და გადახდილ იქნა მოპასუხის მიერ;
4. საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში წარსადგენი საბუთების ორიგინალები ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლები:
ა)საიმპორტო საბაჟო გადასახადის დეკლარაციები საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო) 2005წ. 25 მაისის ¹87 ბრძანებით დამტკიცებული სატვირთო_საბაჟო დეკლარაციის ფორმა ¹2-ის თანახმად, რომლებიც ეხება 2005 წელს ბულგარეთიდან საქართველოში იმპორტირებულ «რალუმაკ ემულსიას” და‚ აგრეთვე‚ გერმანიიდან ბულგარეთის გავლით საქართველოში იმპორტირებულ სამშენებლო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, რომლებიც 2005წ. პირველ ივლისს ორივე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გამიზნული იყო საგზაო-სამშენებლო პროექტისათვის თბილისში/საქართველო;
ბ) დღგ-ს დეკლარაციები ფინანსთა სამონისტროს 2005წ. 3 თებერვლის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც ეხებოდა 2005 წელს ბულგარეთიდან საქართველოში იმპორტირებულ «რამულაკ ემულსიას” და‚ აგრეთვე‚ გერმანიიდან ბულგარეთის გავლით საქართველოში იმპორტირებულ სამშენებლო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, რომლებიც 2005წ. პირველ ივლისს ორივე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გამიზნული იყო საგზაო-სამშენებლო პროექტისათვის თბილისში/საქართველო;
გ)შპს «ტ-ის” (... ქუჩა ¹142ა (ყოფილი იურიდიული მისამართია ... ქუჩა ¹4), GE-0179, თბილისი, საქართველო) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხის გადარიცხვების/პირადად შეტანილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნულ «ა” და «ბ” პუნქტებს და/ან
დ)სხვა ახსნა-განმარტებები ან ფორმულარები, რომლებიც დააკმაყოფილებენ «ა” და «ბ” პუნქტების მოთხოვნას.
მოცემულ საქმეზე 2006წ. 5 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2006წ. 25 ოქტომბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლმა ზ. ჯ-შვილმა და განმარტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის ¹ა-591-შ-39-06 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად‚ მოვალე შპს ,,ტ-იდან” რამოდენიმეჯერ მოხდა აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული დოკუმენტაციის ამოღება. მიუხედავად ამისა კრედიტორის _ შპს ,,კ-ის” წარმომადგენლმა «ა. პ”-ს იურისტმა ი. ყ-შვილმა 21.07.06წ. და 20.09.06წ. მომართვებით, მოითხოვა ¹ა-591-შ-39-06 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოვალისაგან ამოღებულ იქნას ფინანსთა მინისტრის 2004წ. 31 დეკემბრის ბრძანება ¹901-ის მიხედვით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ს ბიუჯეტში გადახდისა და ანგარიშების წარდგენის დამტკიცებული წესის შესაბამისად შედგენილი უკუდაბეგვრის წესით დარიცხულ დღგ-ს გაანგარიშებები და უკუდაბეგვრის წესით დარიცხულ დღგ-ს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებები 2005-2006 წლებისათვის, ასევე საქმესთან დაკავშირებით 2006წ. დღგ-ს დეკლარაციები და არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით შესრულებული საგადასახადო დავალებები, რის გადმოცემაზე მოვალე შპს ,,ტ-იმ” 2006წ. 1 აგვისტოს მომართვით განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციას სამართლებრივი კავშირი არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად აღმასრულებელმა მოითხოვა განემარტოს შეესაბამება თუ არა კრედიტორის წარმომადგენლის ი. ყ-შვილის 21.07.06წ. და 20.09.06წ. მომართვებით, მოთხოვილი დოკუმენტაცია ¹ა-591-შ-39-06 სააღსრულებო ფურცლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოვალისაგან ამოსაღებ დოკუმენტაციას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო განცხადების შინაარსს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «კ-ის» წარმომადგენლების: ა. ბ-ძისა და ი. ყ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ჰაიდელბერგის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს «ტ-ის» მიმართ, საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლმა ზ. ჯ-შვილმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის ¹ა-591-შ-39-06 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცელის განმარტება.
სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და უნდა განიმარტოს ის საკითხი, რაზეც იყო მსჯელობა საქმის განხილვის დროს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო პალატის მიერ საქმე არ განხილულა არსებითად, მოხდა გერმანიის ჰაიდელბერგის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 262-ე, 284-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ზ. ჯ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 5 ივნისის ¹ა-591-შ-39-06 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.