დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-666-ბ-28-06 ¹ ას-666-ბ-28-06 17 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. ს-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმე და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-ვისა და ო.ს-შვილის საჩივარი ზედამხედველობის წესით არ დაკმაყოფილდა.
2005წ. 22 მარტს ო. ს-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
სსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვალა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
სსკ-ით (421-423-ე მუხლები) განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ყველა სხვა განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება არ არის დამთავრებული, არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიეკქტი,რადგან მათი მეშვეობით არ ხდება საქმის წარმოების დამთავრება. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საზედამხედველო წარმოების განახლებას, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა. საქმის წარმოება დამთავრდა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1994წ. 15 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ო.ს-შვილის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ს-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად დარჩეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.