შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
81/საზ ქ. თბილისი
30 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1997 წლის 27 თებერვლამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლით _ 12 წლით, 78-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, ბ. ბ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 7 სექტემბრიდან.
ამავე განაჩენით ასევე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. კ. კ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლით _ 12 წლით, 78-ე მუხლით _ 20 წლით, 104-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, კ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 10 ნოემბრიდან.
2. ჯ. ჩ-ნს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 14 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, ჯ. ჩ-ნს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 30 ივნისიდან;
3. ა. ზ-ლს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 4 მაისიდან;
4. პ. ც-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-9 პუნქტით _ 12 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, პ. ც-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 7 აპრილიდან;
5. დ. ს-ლს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 17 დეკემბრიდან;
6. გ. გ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 24 ოქტომბრიდან;
7. ზ. პ-ლს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 31 ოქტომბრიდან;
8. ნ. ლ-ას, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 31 ოქტომბრიდან;
9. ს. ა-ლს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 11 ნოემბრიდან;
10. ჯ. ო-ლს, საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 22 ოქტომბრიდან;
11. ნ. ჯ-ას, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 25 ნოემბრიდან;
12. კ. ლ-ლს, საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 22 ოქტომბრიდან;
13. თ. კ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 7 აპრილიდან;
14. რ. ფ-ას, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 8 წლით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე რ. ფ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 7 აპრილიდან;
15. გ. ი-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 7 წელი, 8 თვე და 10 დღე. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 14 აპრილიდან;
16. თ. თ-ეს, საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაპატიმრების დღიდან;
17. ა. თ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაპატიმრების დღიდან;
18. ა. კ-ლს, საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით;
19. გ. ი-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაპატიმრების დღიდან;
20. გ. მ-ეს, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, 206-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, რომლის მოხდა დაეწყო დაპატიმრების დღიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ბ-მა ჩაიდინა ბანდიტიზმი _ ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა; კ. კ-ემ _ ბანდიტიზმი, ე.ი. შეიარაღებული ბანდის ორგანიზება ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, ასევე _ განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა; ჯ. ჩ-მა _ ბანდიტიზმი, ე.ი. შეიარაღებული ბანდის ორგანიზება ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, ასევე _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ა. ზ-მა _ ბანდიტიზმი, ე.ი. შეიარაღებული ბანდის ორგანიზება ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა; პ. ც-ემ _ ბანდიტიზმი, ე.ი. ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, ასევე _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ასევე _ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა; კ. ლ-მა, ჯ. ო-მა, დ. ს-მა, გ. გ-ემ, ნ. ჯ-ამ, ნ. ლ-ამ, ზ. პ-მა, ს. ა-მა, თ. კ-ემ, გ. ი-ემ, თ. თ-ემ, ა. თ-ემ, გ. ი-ემ, ა. კ-მა ჩაიდინეს ბანდიტიზმი, ე.ი. ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა; რ. ფ-ამ _ ყაჩაღობა პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, ასევე _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაზიდვა; გ. მ-ემ _ ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, ასევე _ დანაშაულის განუცხადებლობა, ე.ი. განუცხადებლობა იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
მსჯავრდებული ბ. ბ-ლი საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 105-ე და 78-ე მუხლებით და ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის სასჯელის ნაწილში ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს იმ დროს მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლითაც იმაში, რომ ჩაიდინა ბანდიტიზმი, ე.ი. ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით ორგანიზებულ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, რისთვისაც სასჯელად განსაზღვრული იყო 3-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ბ-ის აღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამადი მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სასჯელად დადგენილია 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
რამდენადაც ბ. ბ-ლს ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით დანიშნული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მისი ქმედება ამ მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული მოტივებით გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს დ. ს-ის მიმართაც და მისი ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის 78-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა გაუქმდეს გ. მ-ის ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ ამ ნაწილში საქმე შეწყდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განუცხადებლობისათვის. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 376-ე მუხლი ითვალისწინებდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მხოლოდ მომზადების შეუტყობინებლობას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ დანაშაული ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ძველი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით დანიშნული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ ქმედებათა სიმძიმის კატეგორია შეცვლილა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს: ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
განაჩენი ბ. ბ-ის ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში დარჩეს უცვლელად და ბ. ბ-ლს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ს-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
განაჩენი გაუქმდეს გ. მ-ის სსკ-ის 206-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს საქმე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.