შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 19.12.2007
საქმის ნომერი
86საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹86/საზ. თბილისი

19 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე, (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ა. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ს. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ი. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე _ გამასწორებელი სამუშაოები 1 (ერთი) წლის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ო. ა-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე _ გამასწორებელი სამუშაოები 1 (ერთი) წლის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებული ა. ა-ვი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. ა-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლი (მითითებული რედაქცია), რომელიც ადამიანის მოტაცებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ა. ა-ის ს. ა-ის, ი. ა-სა და ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ა-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, მე-3 ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, ა. ა-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციითYდადგენილ ფარგლებში, ამასთან, იგი შთანთქმულ უნდა იქნეს იმავე განაჩენით ა. ა-ის მიმართ დანიშნული სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებითა (მითითებული რედაქცია) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განაჩენის ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ა. ა-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციითY დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების: ს. ა-ის, ი. ა-სა და ო. ა-ის მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი, ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ო. ა-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, კერძოდ: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, მე-3 ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, ო. ა-ვს ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციითYდადგენილ ფარგლებში, ამასთან, იგი შთანთქმულ უნდა იქნეს იმავე განაჩენით ო. ა-ის მიმართ დანიშნული სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულების: ო. ა-ის, ი. ა-სა და ს. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებითა (მითითებული რედაქცია) და იმავე კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ს. ა-სა და ი. ა-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით, ასევე უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განაჩენის ამ ნაწილთან მიმართებითაც არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, მსჯავრდებულების: ო. ა-ის, ი. ა-სა და ს. ა-ის მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელები განსაზღვრულია მოქმედი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების: ა. ა-სა და ო. ა-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულების _ ა. ა-სა და ო. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ”, მე-3 ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების – ა. ა-ის, ს. ა-ის, ი. ა-სა და ო. ა-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.