განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 07.09.2007
საქმის ნომერი
239საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

239/საზ ქ. თბილისი

7 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის _ ა. ხ-ის საჩივარი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენის გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2005 წლის 7 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. ბ-სა და ა. გ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო 2005 წლის 7 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატის კონტროლიორ გ. ბ-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტი, რა დროსაც იგი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკებმა.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ბ-ლს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება, ხოლო 2005 წლის 5 ივლისს საქმე საბრალდებო დასკვნით, განსჯადობის მიხედვით, არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესა და გ. ბ-ლს შორის. გ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. იმავე დღეს, ე.ი. 2007 წლის 5 იანვარს, გ. ბ-ის მიმართ დადგენილი პატიმრობასთან დაკავშირებული სასჯელის აღსასრულებლად განაჩენი გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ---ის ¹-- საპყრობილეს, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის _ 5000 ლარის გადახდის აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი იმავე წლის -- იანვარს გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. ---ის ბიუროს.

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის ბიუროს 2007 წლის 7 აგვისტოს წერილის თანახმად, მსჯავრდებულმა გ. ბ-მა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული, განაჩენით დამტკიცებული პირობა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა _ 5000 ლარი არ გადაიხადა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის --- სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი ა. ხ-ნი საჩივრით ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 6796-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდების მხარესა და გ. ბ-ლს შორის საპროცესო შეთანხმებაში ასახული, განაჩენით დამტკიცებული პირობის დარღვევის _ მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული 5000 ლარის გადაუხდელობის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას წინასწარი გამოძიებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარესა და მსჯავრდებულ გ. ბ-ლს შორის დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, გ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. იმავე დღეს გ. ბ-ის მიმართ დადგენილ პატიმრობასთან დაკავშირებული სასჯელის აღსასრულებლად განაჩენი გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ---ის ¹-- საპყრობილეს, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის _ 5000 ლარის გადახდის აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი იმავე წლის 22 იანვარს გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის ბიუროს. საქმეში არსებული, გ. ბ-ის ხელწერილით დასტურდება, რომ მან განაჩენი ჩაიბარა 2007 წლის 16 იანვარს.

იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის ბიუროდან მიღებული 2007 წლის 7 აგვისტოს წერილით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულმა გ. ბ-მა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული, განაჩენით დამტკიცებული პირობა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა _ 5000 ლარი არ გადაიხადა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის --- სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის მიერ კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული, განაჩენით დამტკიცებული პირობის დარღვევის _ ჯარიმის სახით დაკისრებული 5000 ლარის გადაუხდელობის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენის გაუქმებისა და წინასწარი გამოძიებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქმის დაბრუნების თაობაზე დასაბუთებული და კანონიერია, ვინაიდან გ. ბ-მა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული განაჩენით დამტკიცებული პირობა და არ გადაიხადა დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა _ 5000 ლარი, რაც განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე წინასწარი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 6796 მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის --- სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის _ ა. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.