შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 29.09.2008
საქმის ნომერი
2კ-2174აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2174აპ. 29 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე¡

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს დამცველის, ადვოკატ ჯ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით მ. ჯ., _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. იმავე განაჩენით მასვე დაეკისრა 48 258 (ორმოცდარვა ათას ორას ორმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ადვოკატმა ჯ. გ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, განაჩენი სხვა ნაწილში მის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს ადვოკატმა ჯ. გ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული დანაშაული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მ. ჯ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგი გარემოების გამო: საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ¹325 განკარგულებით მსჯავრდებული მ. ჯ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მისი შეწყალების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ¹325 განკარგულებით განხორციელებული შეწყალების საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მისი შეწყალების გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.