საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
91აპ-09 28 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფ. და ო. ბ-ბის, მ. და ნ. გ-ბის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე და კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოტანილ დადგენილებებზე შუამდგომლობების უარყოფის შესახებ.
აღნიშნული განაჩენით ზ. ბ-ს ძე ა-ე, ფ. თ-ს ძე ბ-ი, მ. რ-ის ძე გ-ი, ნ. რ-ს ძე გ-ი, ო. თ-ს ძე ბ-ი, მ. ზ-ის ასული ბ-ი, ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მათ სასჯელად განესაზღვრათ: ზ. კ-ეს, ფ. ბ-სა და მ. გ-ს 7-7 (შვიდ-შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ნ. გ-სა და ო. ბ-ს _ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით, ხოლო მ. ბ-ს _ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მ. ბ-სა და პროკურორს შორის.
ზ. კ-ის მიმართ შერაცხულ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით დაემატა ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 5 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მოეხსნა ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის II ნაწილით შერაცხული ბრალდება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. და ო. ბ-ების, მ. და ნ. გ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე და კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოტანილ დადგენილებებზე შუამდგომლობების უარყოფის შესახებ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.