შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
125საზ ქ. თბილისი
28 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. მ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, მე-3 ნაწილით _ 5 წლით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, გ. მ-ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. ზ. ც-ს _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. თ. თ-ს _ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
3. რ. გ-ს _ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 20 ნოემბრიდან, ხოლო ზ. ც-ს _ 1999 წლის 11 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით საოლქო სასამართლოს განაჩენი გ. მ-ს, ზ. ც-ს და სხვათა მიმართ დარჩა უცვლელად.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. მ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით, ბინაში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო დამზადება, სათანადო ნებართვის გარეშე ტარება და შენახვა, აგრეთვე _ უკანონო გასაღება; ასევე _ წინათ ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა, ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; ასევე _ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური თავდასხმის გზით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის გატაცება; ასევე _ წინათ ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა, ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით, სადგომში შეღწევით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; ასევე _ არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში; ასევე _ მართვის უფლების არმქონემ, ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების გატაცება, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ძალადობის გამოყენებით; ასევე _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება; ასევე _ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადება, შენახვა და გადაზიდვა გასაღების მიზნით გარეშე.
ზ. ც-მ, წინათ ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა, განმეორებით, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ ჯგუფურად და ძალადობით ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების გატაცება.
თ. თ-მ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რ. გ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა.
მსჯავრდებული გ. მ-ი საჩივრით ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედებების ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტები ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა ჯგუფურად, სადგომში უკანონო შეღწევით) ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის ზედა ზღვარი.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
გ. მ-ი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ჯგუფურად სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის ითვალისწინებდა 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ” ქვეპუნქტებს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ს ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან (ყაჩაღობა, ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებზე.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების (236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილები, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტები _ ყაჩაღობა არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინება შეიცვალოს:
გ. მ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებზე;
ზ. ც-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე;
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.