საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.06.2011
საქმის ნომერი
2კ-253აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹253აპ-11 28 ივნისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ც. თ-ისა და ნ. ა-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ც. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24-1, 208-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 24-1, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის შესაბამისად, 24-1, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 3 წელს დაემატა სსკ-ის 24-1, 208-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი, 6 თვე და ც. თ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ნ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24-3, 208-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 24-2, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის შესაბამისად, 24-2, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს _ 3 წელს დაემატა სსკ-ის 24-3, 208-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი, 6 თვე და ნ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. კ-სა და განსასჯელ მ. მ-ს შორის.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დაკმაყოფილდა დაზარალებულ _ სს “...” ბანკის წარმომადგენლის დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს _ ც. თ-სა და ნ. ა-ას სოლიდარულად დაეკისრათ _ 11000 (თერთმეტი ათასი) ლარის გადახდა სს “...” ბანკის სასარგებლოდ.

ყადაღა მოეხსნა ნ. ა-ს კუთვნილ ა/მანქანებს _ “მერსედეს-ბენც ML320”-ს, სახელმწიფო ნომრით “...” და “დაიჰაცუ კუორეს”, სახელმწიფო ნომრით “...”.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-1, 208-ე მუხლის I ნაწილით, 24-3, 208-ე მუხლის I ნაწილით, 24-1, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 24-2, 362-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ც. თ-ისა და ნ. ა-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.