საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
452-დად 16 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ.სულაქველიძე,თ. თოდრია
განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ა. ფ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის განაჩენით ა. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯეაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მარტის განაჩენით ა. ფ-ეს შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 1 მარტის განაჩენით ა. ფ-ეს შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუცმირდა 2 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკეთა 5 წლის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 29 აგვისტოდან.
2005წ. 5 სექტემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების დ-მა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ა. ფ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის სამი მეოთხედი, წახალისებულია, გამოირჩევა სანიმუშო ყოფაქცევით, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, წახალისებულია ორჯერ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბერის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული ა. ფ-ძე, საქართველოს სსსკ-ის 553-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საკააციო საჩივრით მოითხოვს სასამართლოს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი, წახალისებულია ორჯერ, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი.
პალატის სხდომაში მონაწილე პროკურორმა მ. ს-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები ად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული ა. ფ-ძე წარსულში ნასამართლევია, სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მართალია, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი წახალისებულია ორჯერ, მაგრამ პალატა თვლისბ რომ ეს ორი წახალისება არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდა. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია, რადგან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დკოუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადის, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათს, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ფ-ის კერძო საკასაციო საჩიარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წყალტუბოს რაიონულის სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (ან «დ» ქვეპუნქტით), 568-ე მუხლით და
დაადგინა :
მსჯავრდებულ ა.ფოფხაძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. ფ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესხებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.