დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
475-დად 30 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,რ. ნადირიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 14 დეკემბრიდან.
2005 წლის 7 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.
სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით, წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ზ. მ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. მ-ლს მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი, მაგრამ ეს გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს. სასამართლო მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარაა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ზ. მ-ლი არაა წახალისებული. რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის საშიშროება და მიზანშეუწონლად მიიჩნია ზ. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მოცემული დასკვნები კანონიერი, დასაბუთებულია და დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.