განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 43-დად 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე,განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება და მსჯავრდებული თ. თ-ლი 10 თვის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.
აღწერილობითი ნაწილი:
მსჯავრდებული თ. თ-ლი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბერის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის I ნაწილით, 136-ე მუხლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლით, 212-ე მუხლის I ნაწილით და 238-ე მუხლის I-II ნაწილებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. თ-ლი სასჯელს იხდის 1999წ. 5 მარტიდან, სასჯელის დასასრულია 2009წ. 5 მარტი. თ. თ-ლი 2001წ. 2 ივნისიდან სასჯელს იხდიდა რუსთავის ¹ 1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 აგვისტოს დადგენილებით თ. თ-ლი გადაყვანილ იქნა საპყრობილეში ერთი წლის ვადით, ხოლო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აგვისტოს დადგენილებით იგი საპყრობილიდან გადაყვანილ იქნა მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ქ. რუსთავის ¹2 დაწესებულებაში თ. თ-ლი იმყოფება 2002წ. 21 აგვისტოდან. ადმინისტრაციის მიერ დასჯილ იქნა 2-ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის.
ქ. რუსთავის @¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა 2003წ. 28 ნოემბერს წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ თ. თ-ის ათი თვით საპყრობილეში გადაყვანის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი ხასიათდება უარყოფითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ რამდენჯერმე არის დასჯილი დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება დაკმაყოფლდა.
მსჯავრდებული თ. თ-ლი კერძო საკასაციო საჩივარით ითხოვს საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას. კასატორის მითითებით მას დაწესებულების შინაგანაწესი არ დაურღვევია. კასატორის აზრით, სასამართლომ უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება მისი საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე.
პროკურორმა ო. რ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა დადგენილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლომ ქ. რუსთავის @¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003წ. 28 ნოემბრის წარდგინება მსჯავრდებულ თ. თ-ის ათი თვით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ ისე დააკმაყოფილა, რომ დაწესებულების დირექტორის წარდგინება შეთანხმებული არ ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიასთან. სსსკ-ის 612-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებული გადაიყვანოს შედარებით მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, რაც შეთანხმებული უნდა იყოს დაწესებულების კომისიასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და პატიმრობის შესახებ კანონი განსაზღვრავენ მსჯავრდებულისათვის რეჟიმის პირობების შეცვლის საფუძველსა და წესს. სსსკ-ის 612-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებული გადაიყვანოს შედარებით მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე, რაც შეთანხმებული უნდა იყოს დაწესებულების კომისიასთან. საქმის მასალების მიხედვით, დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ შეთანხმებული არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიასთან. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქ. რუსთავის @¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003წ. 28 ნოემბრის წარდგინება მსჯავრდებულ თ. თ-ის ათი თვით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს არ უნდა მიეღო და არ უნდა განეხილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული თ. თ-ლი 10 თვის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. თ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ თ. თ-ის 10 თვის ვადით საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე.
ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის 2003წ. 28 ნოემბრის წარდგინება მსჯავრდებულ თ. თ-ის 10 თვით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.