საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.11.2005
საქმის ნომერი
2კ-140კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 140-კოლ 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგი მამალაძის, მსჯავრდებულების – მ. ც-სა და მ. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გიგი ზირაქიშვილისა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივრები აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენზე მ. ცინცაძის, მ. ც-სა და რ. დ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენით მ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის II ნაწილით, 161-ე მუხლის II ნაწილით, 187-ე მუხლის II ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ამავე განაჩენით მ. ც.ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის II ნაწილით, 161-ე მუხლის II ნაწილით, 187-ე მუხლის II ნაწილით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, მას დაენიშნა კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით რ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 342-I მუხლის პირველი ნაწილით და, თანახმად სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილისა, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით მ. ც-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: მან ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა და მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 30 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბათუმის საქალაქო და აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოების შენობასთან ნ. ი-ს, ე. დ-ს, კ. ს-ს, თ. დ-სა და სხვათა ხელმძღვანელობით საზოგადოებრივი გაერთიანება „ჩვენი აჭარა” ატარებდა 150-200 _ კაციან მშვიდობიან მიტინგს აჭარის ა\რ-ის მეთაურის გადადგომისა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. მიტინგის დროს იქ მივიდა ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილების უფროსი მ. ც. მამასთან, შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2060 სამხედრო ნაწილის ყოფილ მეთაურ მ. ც-სთან ერთად. მან შეკრების მონაწილეებისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის – ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებსა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთა გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რამაც მასობრივი არეულობა და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის ნგრევა გამოიწვია. დარბევის შედეგად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს: ა. ჟ-მ და დ. ტ-მა – ჯანმრთელობის მოშლით, ასევე ნ. ტ-მა, მ. ს-მ, ლ. დ-მ და ლ. ჩ-მ, ამასთან, ხელი შეეშალა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

მ. ც-მ ასევე ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 4 მაისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ¹6 საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტარდებოდა მშვიდობიანი მიტინგი აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის – ასლან აბაშიძის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. შეკრებაში მონაწილეობდნენ საზოგადოება „ჩვენი აჭარის” წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოქალაქეები. შეკრება იყო მშვიდობიანი და სხვა რაიმე ჯგუფური მოქმედებები არ განხორციელებულა. მიტინგის დროს იქ მივიდა ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილების ყოფილი უფროსი მ. ც. მამასთან – შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹... სამხედრო ნაწილის ყოფილ მეთაურ მ. ც-სთან ერთად და ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის _ ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებსა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთა მხარდაჭერით, შეკრების დასაშლელად ხელკეტებით, წყლის ჭავლით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების კონდახებით დაარბიეს მომიტინგეები, რამაც მასობრივი არეულობა გამოიწვია. დარბევის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გ. ბ-მა, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის 6 დღეზე მეტი ვადით მოშლით _ მ. თ-მ, ხოლო სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად – ჯ. ლ-მ, ნ. მ-მ, ჯ. ს-ემ, რ. ნ-მ, ქ. გ-მ, ა. ი-მ, თ. ს-მ და ა. გ-მ.

მ. ც-მ ასევე ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მოქმედებების დროს მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, არაერთგზის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 5 მაისს მან თავის მამასთან – მ. ც-სთან ერთად ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის _ ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებს და უკანონოდ შეიარაღებულ ფორმირებებს, რათა არ დაეშვათ ქ. ბათუმში მაღალმთიანი რაიონებიდან მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსვლა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ პირებსა და შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... საგზაო პოლიციის ხერგილზე ის დახვდა შეკრებაზე ავტომანქანებით მომავალ ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონების მოქალაქეებს, იარაღის გამოყენების მუქარითა და იარაღის გამოყენებით მოახდინა გასროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, უბრძანა მათ უკან დაბრუნება. მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ და შეიკრიბნენ ქედის რაიონის ტერიტორიაზე, სოფ. დოლოგნის საგზაო პოლიციის ხერგილთან, სადაც გაჩერებული იყო შ. მ-ს, ლ. ფ-ს, თ. ჩ-ს, შ. ს-ს, ზ. გ-ს, მ. პ-ს, ნ. თ-ს, გ. ბ-ს, დ. ა-ს, თ. შ-ს, დ. ა-ს, ზ. პ-ს, ჟ. ბ-ს, რ. მ-ს, ვ. ბ-ს, თ. მ-ს, ა. და ვ. შ-ების ავტომანქანები, რომლებშიც ისხდნენ მგზავრები. ისინი დილით აპირებდნენ გამგზავრებას ქ. ბათუმში შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად. 2004წ. 5 მაისს, დაახლოებით 5 საათზე, თ. ღ-სთან, მ. ც-სა და სხვა, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულ პირებთან ერთად, ავტომატური იარაღების გამოყენებით დაარბიეს აღნიშნული მოქალაქეები, მიაყენეს მათ სხეულის დაზიანებები ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღებისა და სხვა ბლაგვი საგნების გამოყენებით, დააზიანეს ავტობუსები – ჩაუმტვრიეს მინები.

დარბევის შედეგად ს. ა-ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით; თ. ბ-ემ, ნ. ხ-მ, რ. გ-მ, ნ. ი-მ – სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ვ. ბ-მ და ნ. თ-მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, დაზიანდა ავტომანქანები: ნ. თ-ს „გაზ-66”, რომლის დაზიანებით მან მიიღო 1522 ლარის ზარალი; დ. ა-ს ავტომანქანა „კავ-685-ის” დაზიანებით მიადგა 2992 ლარის ზარალი; გ. პ-მ მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით მიიღო 5143 ლარის ზარალი; მ. კ-მ ავტომანქანა „კამაზ-5320-ის” დაზიანებით – 11297 ლარის ზარალი; ლ. ხ-მ ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 1375 ლარის ზარალი; ნ. ი-მ „ვაზ-469” ავტომანქანის დაზიანებით _ 1799 ლარის ზარალი; თ. შ-მ „უაზ-220600” ავტომანქანის დაზიანებით _ 1524 ლარის ზარალი; დ. ა-მ მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 3542 ლარის ზარალი; ზ. პ-მ „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 3452 ლარის ზარალი; ზ. მ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3652 ლარის ზარალი; რ. მ-მ „უაზ-3962” მარკის ავტომანქანის დაზიანებით _ 1700 ლარის ზარალი; ვ. ბ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 4301 ლარის ზარალი; ა. შ-მ „ფოლკსვაგენის” მარკის მიკროავტობუსის დაზიანებით _ 2605 ლარის ზარალი; ვ. შ-მ „ვაზ-2705” ავტომანქანის დაზიანებით _ 2954 ლარის ზარალი; თ. მ-მ „გაზ-66” ავტომანქანის დაზიანებით _ 1780 ლარის ზარალი; შ. მ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 1780 ლარის ზარალი; შ. მ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3064 ლარის ზარალი; ლ. ფ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3125 ლარის ზარალი; თ. ჩ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3474 ლარის ზარალი და შ. ზ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 4499 ლარის ზარალი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მ. ც-მ ასევე ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 7 იანვარს, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ... ¹13 სახლის წინ, გამოძიებით დაუდგენელი ორი პიროვნება თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის განზრახი დაზიანება მიაყენა მოქალაქე ო. მიქელაძეს. ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომელმა რ. ი-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო ამ დანაშაულის ჩადენას, დააკავა ერთ-ერთი დამნაშავე, მიიყვანა ბათუმის შს სამმართველოს შენობაში და შესაბამისი რეაგირებისათვის წარუდგინა ამავე სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე რ. დ-ს. აღნიშნული ფაქტის შეტყობის შემდეგ მ. ც-მ, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა ბათუმის შს სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და მის უშუალო სამსახურებრივ ფუნქციაში შედიოდა დანაშაულის გამოვლენა-გახსნა და აღკვეთა, უხეშად დაარღვია „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები და ბათუმის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე რ. დ-სთან წინასწარი შეთანხმებითა და მასთან ერთად, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და, ვინაიდან დაზარალებული ო. მ- იყო აჭარის ა\რ-ის მეთაურის _ ა. ა-ს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, კარიერისტული მოტივით, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, სამმართველოს შენობიდან უკანონოდ გაუშვა დამნაშავე, რის შემდეგაც იმავე საღამოს მან გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი ქმედება და ქ. ბათუმის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე რ. დ-სთან ერთად, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის გზით, ზემოაღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის ჩამდენი პირის უკანონოდ განთავისუფლების ფაქტის გამართლებისათვის, რ. ი-ს დაავალეს ყალბი პატაკის შედგენა, რომ თითქოსდა მას დაკავებული გაექცა სამმართველოში მიყვანამდე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა კიდეც ზეწოლის შედეგად, რითაც მ. ც-მ რ. დ-სთან ერთად სისრულეში მოიყვანა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, დღემდე გაუხსნელია ო. მ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაული, მაშინ, როდესაც მისთვის დამნაშავე ცნობილი იყო.

მ. ც-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და იარაღის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 30 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბათუმის საქალაქო და აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოების შენობასთან საზოგადოებრივი გაერთიანება „ჩვენი აჭარა” ნ. ი-ს, ე. დ-ს, კ. ს-ს, თ. დ-სა და სხვათა ხელმძღვანელობით ატარებდა 150-200 კაციან მშვიდობიან მიტინგს აჭარის ა\რ-ის მეთაურის გადადგომისა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. მიტინგის დროს იქ მივიდა საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2060 სამხედრო ნაწილის ყოფილი მეთაური მ. ცინცაძე შვილთან _ მ. ცინცაძესთან ერთად. მან შეკრების მონაწილეებისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის – ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებსა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთა გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რამაც მასობრივი არეულობა და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის ნგრევა გამოიწვია. დარბევის შედეგად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს: ა. ჟ-მ და დ. ტ-მა – ჯანმრთელობის მოშლით, ასევე ნ. ტ-მა, მ. ს-მ, ლ. დ-მ და ლ. ჩ-მ, ამასთან, ხელი შეეშალა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

მ. ც-მ ასევე ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 4 მაისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ¹6 საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტარდებოდა მშვიდობიანი მიტინგი აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის – ა- ა-ს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. შეკრებაში მონაწილეობდნენ საზოგადოება „ჩვენი აჭარის” წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოქალაქეები. შეკრება იყო მშვიდობიანი და სხვა რაიმე ჯგუფური მოქმედებები არ განხორციელებულა. მიტინგის დროს იქ მივიდა საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2060 სამხედრო ნაწილის ყოფილი მეთაური მ. ც- შვილთან _ ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილების ყოფილ უფროს მ. ც-სთან ერთად და ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის _ ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებსა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთა მხარდაჭერით, შეკრების დასაშლელად ხელკეტებით, წყლის ჭავლით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების კონდახებით დაარბიეს მომიტინგეები, რამაც მასობრივი არეულობა გამოიწვია. დარბევის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გ. ბ-მა, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის 6 დღეზე მეტი ვადით მოშლით _ მ. თ-მ, ხოლო სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად – ჯ. ლ-მ, ნ. მ-მ, ჯ. ს-მ, რ. ნ-მ, ქ. გ-მ, ა. ი-მ, თ. ს-მ და ა. გ-მ.

მ. ც-მ ასევე ჩაიდინა შეკრების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის გამოყენებით, რამაც მასობრივი არეულობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მოქმედებების დროს მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, არაერთგზის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 5 მაისს მან შვილთან _ მ. ც-სთან ერთად ორგანიზება გაუკეთა აჭარის ა\რ-ის ყოფილი მეთაურის _ ა. ა-ს მომხრე, გამოძიებით დაუდგენელ პირებს და უკანონოდ შეიარაღებულ ფორმირებებს, რათა არ დაეშვათ ქ. ბათუმში მაღალმთიანი რაიონებიდან მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსვლა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ პირებსა და შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... საგზაო პოლიციის ხერგილზე ის დახვდა შეკრებაზე ავტომანქანებით მომავალ ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონების მოქალაქეებს, იარაღის გამოყენების მუქარითა და იარაღის გამოყენებით მოახდინა გასროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, უბრძანა მათ უკან დაბრუნება. მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ და შეიკრიბნენ ქედის რაიონის ტერიტორიაზე, სოფ. დ-ს საგზაო პოლიციის ხერგილთან, სადაც გაჩერებული იყო შ. მ-ს, ლ. ფ-ს, თ. ჩ-ს, შ. ს-ს, ზ. გ-ს, მ. პ-ს, ნ. თ-ს, გ. ბ-ს, დ. ა-ს, თ. შ-ს, დ. ა-ის, ზ. პ-ს, ჟ. ბ-ს, რ. მ-ს, ვ. ბ-ს, თ. მ-ს, ა. და ვ. შ-ების ავტომანქანები, რომლებშიც ისხდნენ მგზავრები. ისინი დილით აპირებდნენ გამგზავრებას ქ. ბათუმში შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად. 2004წ. 5 მაისს, დაახლოებით 5 საათზე, თ. ღ-სთან, მ. ც-სა და სხვა, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულ პირებთან ერთად, ავტომატური იარაღების გამოყენებით დაარბიეს აღნიშნული მოქალაქეები, მიაყენეს მათ სხეულის დაზიანებები ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღებისა და სხვა ბლაგვი საგნების გამოყენებით, დააზიანეს ავტობუსები – ჩაუმტვრიეს მინები.

დარბევის შედეგად ს. ა-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით; თ. ბოლქვაძემ, ნ. ხ-მ, რ. გ-მ, ნ. ი-მ – სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ვ. ბ-მ და ნ. თ-მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, დაზიანდა ავტომანქანები: ნ. თ-ს „გაზ-66”, რომლის დაზიანებით მან მიიღო 1522 ლარის ზარალი; დ. ა-ს ავტომანქანა „კავ-685-ის” დაზიანებით მიადგა 2992 ლარის ზარალი; გ. პ-მ მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით მიიღო 5143 ლარის ზარალი; მ. კ-მ ავტომანქანა „კამაზ-5320-ის” დაზიანებით – 11297 ლარის ზარალი; ლ. ხოზრევანიძემ ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 1375 ლარის ზარალი; ნ. ი-მ „ვაზ-469” ავტომანქანის დაზიანებით _ 1799 ლარის ზარალი; თ. შ-მ „უაზ-220600” ავტომანქანის დაზიანებით _ 1524 ლარის ზარალი; დ. ა-ემ მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 3542 ლარის ზარალი; ზ. პ-მ „ფორდ-ტრანზიტის” დაზიანებით _ 3452 ლარის ზარალი; ზ. მ-ემ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3652 ლარის ზარალი; რ. მ-ემ „უაზ-3962” მარკის ავტომანქანის დაზიანებით _ 1700 ლარის ზარალი; ვ. ბ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 4301 ლარის ზარალი; ა. შ-მ „ფოლკსვაგენის” მარკის მიკროავტობუსის დაზიანებით _ 2605 ლარის ზარალი; ვ. შავაძემ „ვაზ-2705” ავტომანქანის დაზიანებით -2954 ლარის ზარალი; თ. მ-მ „გაზ-66” ავტომანქანის დაზიანებით _ 1780 ლარის ზარალი; შ. მ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 1780 ლარის ზარალი; შ. მ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3064 ლარის ზარალი; ლ. ფ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3125 ლარის ზარალი; თ. ჩ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 3474 ლარის ზარალი და შ. ზ-მ „ფორდ-ტრანზიტის” მიკროავტობუსის დაზიანებით _ 4499 ლარის ზარალი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რ. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 7 იანვარს, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბათუმში, ... სახლის წინ, გამოძიებით დაუდგენელი ორი პიროვნება თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის განზრახი დაზიანება მიაყენა მოქალაქე ო. მ-ს. ქ. ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომელმა რ. ი-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო ამ დანაშაულის ჩადენას, დააკავა ერთ-ერთი დამნაშავე, მიიყვანა ბათუმის შს სამმართველოს შენობაში და შესაბამისი რეაგირებისათვის წარუდგინა ამავე სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე რ. დ-ს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მის უშუალო ფუნქციაში შედიოდა დანაშაულის გამოვლენა-გახსნა და აღკვეთა, უხეშად დაარღვია „პოლიციის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები და ბათუმის შს სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მ. ც-სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და, ვინაიდან დაზარალებული ო. მ. იყო აჭარის ა\რ-ის მეთაურის _ ა. ა-ს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, კარიერისტული მოტივით, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, სამმართველოს შენობიდან უკანონოდ გაუშვა დამნაშავე, რის შემდეგაც, იმავე საღამოს, მან გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი ქმედება და ქ. ბათუმის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მ. ც-სთან ერთად, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის გზით, ზემოაღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის ჩამდენი პირის უკანონოდ განთავისუფლების ფაქტის გამართლებისათვის, დაავალა რ. ი-ს ყალბი პატაკის შედგენა, რომ თითქოსდა მას დაკავებული გაექცა სამმართველოში მიყვანამდე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა კიდეც ზეწოლის შედეგად, რითაც რ. დ-მ მ. ც-სთან ერთად სისრულეში მოიყვანა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, დღემდე გაუხსნელია ო. მ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაული, მაშინ, როდესაც მისთვის დამნაშავე ცნობილი იყო.

რ. დ., მუშაობდა რა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹3 საპყრობილის დირექტორის მოადგილედ უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში, იყო მოხელე და ფუნქციურად ევალებოდა საპყრობილის რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურებზე ხელმძღვანელობა და სათანადო კონტროლი, რომელიც გამორიცხავდა უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების უხეშად დარღვევას. იგი ვალდებული იყო, ორგანიზება გაეწია და შეესრულებინა იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ბრძანებები და დავალებები პატიმართა გაქცევისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან ასაცილებლად, რაც მის მიერ არაჯეროვნად შესრულდა, საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო და რის შედეგადაც მე-14 საკანში მყოფმა ხუთმა პატიმარმა – ს. ს-მ, ო. კ-მ, გ. ს-მ, გ. ფ-მ და გ. რ-მ რკინის საწოლის ქვეშ ლურსმნის, კოვზის ტარისა და ალუმინის ნაჭრის გამოყენებით ამოტეხა 35 სმ სიგრძის იატაკის ბეტონი, ჩააღწია სარდაფში და დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე გააკეთა 50 სმ დიამეტრის გასასვლელი ხვრელი, საიდანაც ისინი 2004წ. 9 ივნისს, დილის 5 საათზე, გავიდნენ პერიმეტრის გარეთ და გაიქცნენ.

მსჯავრდებულების – მ. და მ. ც-ების ადვოკატების – გ. ზ-სა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებები მათ მონაწილეობას მომიტინგეთა დარბევაში ვერ ადასტურებენ; არ დასტურდება აგრეთვე ის, რომ ისინი რაიმე ძალადობას იჩენდნენ მომიტინგეების მიმართ (ცემით, ხელების გადაგრეხით, ტრანსპარანტების წართმევით), გამოძიებამ და სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის, რომ მსჯავრდებულებს საქმის მასალები ხელოვნურად შეუქმნეს; არ გამორკვეულა, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი განაჩენით დადგენილად მიჩნეულ გარემოებებში სოფ. დოლოგნის საგუშაგოსთან და რა მიზნით; სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა მტკიცებულების სახით წარდგენილი ვიდეომასალა, სადაც საერთოდ არ არის აღბეჭდილი ცინცაძეების მონაწილეობა ინკრიმინირებულ დანაშაულში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატები ითხოვენ მსჯავრდებულების მიმართ საქმის შეწყვეტას დანაშაულში მათი მონაწილეობის დაუდასტურებლობის მოტივით.

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. მ. თვლის, რომ განაჩენი მ. ც-ს, მ. ც-სა და რ. დ-ს მიმართ არის აშკარად ლმობიერი. იგი ითხოვს ამ მოტივით მოცემულ საქმეზე განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოში დაბრუნებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე: სასამართლომ სასჯელების დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ის, რომ მათ არ აუნაზღაურებიათ მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალი, მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. ასეთ ვითარებაში სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი, გამოეყენებინა მ. ც-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი; რაც შეეხება რ. დ-ს, არასწორია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

ადვოკატი გ. ზ. მხარს უჭერს თავის საკასაციო საჩივარს.

მსჯავრდებული რ. დ. ითხოვს მის მიმართ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ნ. ნ. მხარს უჭერს პროკურორის საკასაციო საჩივარს და შუამდგომლობს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ც. მუშაობდა ხელვაჩაურის შს განყოფილების უფროსად, მ. ც. კი – შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ¹2060 სამხედრო ნაწილის მეთაურად.

მ. ც-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მომიტინგეთა დარბევაში არც ბათუმში და არც დოლოგნის საგუშაგოზე მონაწილეობა არ მიუღია, იგი მხოლოდ მოუწოდებდა ხალხს, დაშლილიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ სახლებში. იგი, როგორც თანამდებობის პირი, ცდილობდა, რომ არეულობის დროს არ მომხდარიყო რაიმე უბედური შემთხვევა; თავისი ქმედებით მას სისხლის სამართლის რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია.

საკასაციო პალატამ გააანალიზა რა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ განაჩენით სწორადაა დაკვალიფიცირებული მ. ც-ს ქმედება, რასაც საფუძვლად დაედო მოწმეების – ა. დ-ს, ნ. მ-ს, ნ. ბ-ს, მ-ს, გ. დ-ს, ნ. გ-ს, მ. ს-ს, ნ. თ-სა და სხვათა ჩვენებები. ამ ჩვენებების მიხედვით, რომელთა რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველს საქმის მასალები არ იძლევა, დადგენილია მ. ც-ს მონაწილეობა მომიტინგეთა დაშლაში, მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, აგრეთვე სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოწმეთა ჩვენებები მიღებულია მათზე კანონსაწინააღმდეგო იძულების გზით, მათ ჩვენებებში რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ არის. ამდენად, საკასაციო საჩივრის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და ტენდენციურად შეაფასა საქმის გარემოებები, არ დასტურდება და საკასაციო პალატაც ვერ გაიზიარებს მ. ცინცაძის მიმართ საქმის შეწყვეტის მოთხოვნასთან მიმართებით.

საკასაციო პალატა თვლის: განაჩენით სწორადაა დადგენილი, რომ, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, მ. ც-ს ევალებოდა წესრიგის დაცვა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე და სამსახურებრივად არ ევალებოდა ბათუმსა და ქედის რაიონის ტერიტორიებზე წესრიგის დაცვა. იგი ამ შემთხვევაში მომიტინგეთა მიმართ მოქმედებდა უშუალოდ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. მრავალი პირის ჩვენებების მიხედვით, იგი იმყოფებოდა ნიღბიან პირებთან ერთად და მოქმედებდა მათთან შეთანხმებით. ასეთ ვითარებაში მისი მომიტინგეთა დაშლაში მონაწილეობის უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასევე დადასტურებულია მ. ც-ს მიერ დარბევის დროს გ. ბ-სა და ს. ა-სათვის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენების ფაქტი, საქმეში ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და დაზარალებულთა ჩვენებებით.

მსჯავრდებულმა მ. ც-მ წარდგენილ ბრალდებაში ასევე არ ცნო თავი დამნაშავედ, უარყო თავისი მონაწილეობა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და ავტომანქანების განზრახ დაზიანებაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა მისი ჩვენება და გამამტყუნებელ განაჩენს სწორად დაუდო საფუძვლად მოწმეების – თ. შ-ს, ნ. ბ-სა და რ. ა-ს (დაზარალებულის) ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მამა-შვილი ც-ები იყვნენ ერთად და ახლდნენ შეიარაღებულ ჯგუფს. მას შემდეგ, რაც ხალხი არ დაიშალა, მ. ც. მონაწილეობდა დარბევაში, ხალხის ცემასა და იქ გაჩერებული ავტომანქანების დამტვრევაში. მოწმეები: გ. ვ., ა. ს., ა. მ., გ. ბ., ა. მ., ე. ქ.ადასტურებენ, რომ მ. ც. მონაწილეობდა მიტინგის დარბევაში დოლოგნის საგუშაგოზე, ასევე სოფ. პირველი მაისის მცხოვრებლების ცემაში, სადაც მოქალაქეებს ურტყამდნენ კონდახებს, ხელებსა და ფეხებს, აგრეთვე _ „დუბინკებს”.

საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ მ. და მ. ც-ების მიერ ფაქტობრივად არ არის უარყოფილი მათი ყოფნა მომიტინგეების დაშლის ადგილებში, რასაც ხსნიან იმით, რომ ისინი ცდილობდნენ მომიტინგეების მშვიდობიანად დაშლას, რათა ხალხის შეკრებას რაიმე უბედურება არ მოჰყოლოდა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ც-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება. რაც შეეხება იმას, რომ მოწმეთა ნაწილმა შეცვალა თავისი ჩვენებები, ეს არ გამოდგება მ. და მ. ც-ების ქმედების კვალიფიკაციის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძვლად, რამდენადაც მოწმეთა უმრავლესობის ჩვენებები მათი ბრალდების ნაწილში თანმიმდევრულია.

საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სასჯელი ორივე მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სწორად, გათვალისწინებულია მათი პიროვნული მახასიათებლები, ის, რომ ორივე პირველადაა სამართალში, ჰყავთ ოჯახები, მ. ც-ს მიმართ კი სწორადაა გამოყენებული სსკ-ის 55-ე მუხლი. საკასაციო პალატა ეთანხმება ამ მიმართებით განაჩენის მითითებას და დასაბუთებას. სახელდობრ, მ. ც. არის ხანდაზმული, ავადმყოფი, რასაც ადასტურებს სამედიცინო დასკვნა.

სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ, ფაქტობრივად, ოჯახის ორი წევრი პატიმარია. ასეთ ვითარებაში პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივი სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ.

ამავე მოტივებით პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას მსჯავრდებულ რ. დ-ს მიმართ განაჩენის გაუქმების შესახებ სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ, კანონზე დაყრდნობით, სათანადოდ დაასაბუთა რ. დ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, სახელდობრ, რ. დ. პირველადაა სამართალში, ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, ჰყავს შვილები და ავადმყოფი მეუღლე, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობები დაცულია და განაჩენი რ. დ-ს მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენი მ. ც-ს, მ. ც-სა და რ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.