საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13-დად 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ბB-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ-ი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტით, რის გამოც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი 2 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 2 თვის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწსებულებაში მოხდით. 2004 წლის 30 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2004 წლის 6 თებერვლის განაჩენი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწე ა. Lბ-ემ შეამოწმა გ. ფ-ის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
1995 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა შპს “მეურნე”, რომლის დირექტორად დაინიშნა გ. ფ-ძე. 1999 წლის 12 და 14 თებერვალს, ასევე იმავე წლის 12 ივლისს შპს “...” ცალ-ცალკე გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, მ. ტ-ს, ი. ქ-ეს, გ. რ-ს, დ. ს-ს, ა. Dბ-ეს, გ. ს-ს საკუთარი სახსრებით შპს ,,....” ბალანსზე რიცხულ სოკოსა და საკომბოსტო საამქროებში, ასევე სასადილოში უნდა ჩაეტარებინათ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს “...” დირექტორმა დაარღვია ხელშეკრულება, აღარ შეუშვა ხელშეკრულების მხარეები ტერიტორიაზე და შეწყვიტა მათთან სამეურნეო ურთიერთობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზემოთ მითითებულმა პირებმა სარჩელი შეიტანეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში მათ მიერ გაწეული ხარჯების მიუღებელი შემოსავლის სახით 5 %-ის ანაზღაურების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 27 თებერვლისა და 14 მაისის განჩინებებით დანიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა იმის გასარკვევად, თუU რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები ჩატარდა შპს “....” სასადილოსა და სოკოს წარმოების საამქროს მოწყობისათვის. 2001 წლის 7 მარტისა და 24 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, სოკოს საამქროში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 52154 ლარს, მათ შორის _ შპს “...” კუთვნილი მასალების ღირებულება _ 23143 ლარს. სოკოს საამქროში არსებული დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეს, შპს “...” დირექტორ გ. ფ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწემ მიიჩნია, რომ გ. ფ-ს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არ დადასტურდა და 2004 წლის 7 სექტემბერს გამოიტანა დადგენილება ბ. Lლ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
აღნიშნული გ. ფ-ემ გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2004 წლის 24 ნოემბერის დადგენილებით იგი უცვლელად დატოვა.
კერძო საკასაციო საჩივრით გ. ფ. ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ბ. Lლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას.
საჩივარში გ. ფ-ის მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება უკანონოა, არ შეესაბამება არც ფაქტობრივ გარემოებებს და არც სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ: მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის განჩინებით ექსპერტ ბ. Lლ-ს დაევალა, განესაზღვრა შესრულებული სამუშაოს რეალური საბაზრო ღირებულება, მან კი დასკვნის შესადგენად გამოიყენა ამ სამუშაოთა სავარაუდო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, რითაც ფაქტობრივად ხელოვნურად გააყალბა ექსპერტიზის დასკვნა და შეცდომაში შეიყვანა სასამართლო, რომელმაც, იხელმძღვანელა რა ამ ყალბი დასკვნებით, არასწორად გადაწყვიტა სამოქალაქო საქმე და მას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა 39.100 ლარი.
საკასაციო პალატის სხდომაზე გ. ფ-მ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. ჯ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, მან თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, განიხილა რა წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 თებერვლისა და 14 მაისის განჩინებების საფუძველზე ორჯერ ჩატარდა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა სამოქალაქო საქმეზე. იმის გასარკვევად, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები ჩატარდა შპს “...” სასადილოსა და სოკოს წარმოების მოწყობისათვის, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტ ბ. ლ-ს
ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით (დასკვნები გაცემულ იქნა 2001 წლის 7 მარტსა დ 24 მაისს), .... საამქროში შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 52.194 ლარს, მათ შორის _ შპს “....” კუთვნილი მასალების ღირებულებაა... 23143 ლარი. სოკოს საამქროში არსებული დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის გამო, დადგენა იმისა, თუ რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოები, ვერ მოხერხდა.
დასკვნაში მითითებულია და ექსპერტ ბ. ლ-ას განმარტებით დადგენილია ისიც, რომ ექსპერტმა დასკვნის შედგენისას გამოიყენა საქმეში არსებული მასალები, მათ შორის _ მიღება-ჩაბარების აქტები, ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ლიტერატურა, კერძოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული კრებული, მეთოდური მითითებები მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის ღირებულების მიმდინარე ფასებში განსაზღერის შესახებ. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გამოკვლევა ჩატარდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერების მეთოდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საინჟინრო ექსპერტიზა ეყრდნობა არასწორ მონაცემებს, პალატა არ იზიარებს, მით უფრო, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლსი 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “-....” დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოსარჩელეების სასარგებლოდ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა უცვლელად დატოვეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა არ იზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწის 2004 წლის 7 სექტემბრის დადგენილება ბ. ლ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.