საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 07.07.2005
საქმის ნომერი
2კ-269დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 269-დად 7 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. Kკ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ თ. მ-ისა და დ. ო-ის კერძო საკასაციო საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება ზ. Kკ-ას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით ზ. Kკ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 17,104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 ნაწილებით, 17,240-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, რისთვისაც განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტი, 17,104-ე მუხლის მე-6 პუნქტი გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტებზე, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილი კი _ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებული ზ. Kკ. სასჯელს იხდის 1997 წლის 21 იანვრიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2008 წლის 21 იანვარს. დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2005 წლის 21 აპრილს.

2005 წლის 22 აპრილს ქ.რუსთავის ¹.... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ნ.კ-მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ზ. Kკ-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქ.რუსთავის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება.

მსჯავრდებული ზ. Kკ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები _ თ. მ-ძე და დ. ო. კერძო საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და ზ. Kკ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი, იგი მკაცრად იცავდა და იცავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონითა და ზნეობით დადგენილ იმპერატიულ ნორმებს.

პროკურორი ო. რ-ია მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ზ. Kკ-. სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის სამი მეოთხედი, რაც სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გასანთავისუფლებლად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ზ. Kკ-ას დარჩენილი აქვს შეფარდებული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ _ 2 წელზე მეტი, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპზე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 610-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. Kკ-ს უარი ეთქვა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.